დიეტა კიბოს წინააღმდეგ: დადგინდა რაციონიდან ამოსაღები პროდუქტები

© Pixabay / Bokskapetპაციენტის კვლევა მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფზე
პაციენტის კვლევა მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელმა სწავლულებმა კვლევებით დაადგინეს, რა სახის პროდუქტები უნდა ამოიღონ რაციონიდან კიბოთი დაავადებულმა პაციენტებმა, რათა სიმსივნის ზრდა შენელდეს.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. კანცეროგენულ დაავადებებთან (კიბო) ბრძოლისას დიდი მნშვნელობა აქვს პაციენტის მიერ კვებითი დიეტის დაცვას, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ეს კვლევების საფუძველზე დაამტკიცეს.

აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა Daily Mail.

სისხლის ანალიზი ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია  - Sputnik საქართველო
სისხლის კიბოს ადრეული ნიშნები: პროფესორი განმარტავს

როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, კიბოს უჯრედების ზრდას ორგანიზმში ამინომჟავა სერინის დაგროვება უზრუნველყოფს, რომელიც თითქმის ყველა ცილის შენებაში იღებს მონაწილეობას. ის შედის ხორცში, თევზსა და კვერცხში.

თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დიეტა სერინის დაბალი შემცველობით სიმსივნეების ზრდას ანელებს.  

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ავადმყოფთა 30 პროცენტს ორგანიზმში უვითარდება მუტაცია, რის გამოც კიბოს უჯრედები თავისთავად მოქმედებენ სერინის გაზრდილ გამომუშავებაზე. ეს უფრო ხშირად ნაწლავებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ძნელად განკურნებადი ფორმების დროს ხდება.

მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კიბოს მკურნალობაში დიეტური ჩარევა დიდი ხანია განიხილება ექიმებსა და მეცნიერებს შორის. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს ადაიანის კვებითი რაციონი კიბოზე, ექიმებს არა მარტო მკურნალობაში, არამედ დაავადების თავიდან არიდებაშიც დაეხმარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0