თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მსახიობმა მაკოლეი კალკინმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმებში „მარტო სახლში“, მხარი დაუჭირა ფილმის მეორე ნაწილის რედაქტირებას და იქიდან აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას.
Twitter–ის ერთ–ერთმა მომხმარებელმა უკვე გამოაქვეყნა კიდეც რედაქტირებული მონაკვეთი, სადაც კალკინის გმირისა და ტრამპის მიერ სასტუმროს ფოიეში გათამაშებული ეპიზოდი აღარ არის.ამასთან მსახიობმა მოიწონა იუზერის მიერ შეთავაზებული იდეა, რომელმაც პეტიციის შედგენის წინადადება წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპი ფილმში 40 წლის მაკოლეი კალკინით ჩანაცვლდეს.
Sold.
— Macaulay Culkin (@IncredibleCulk) January 13, 2021
გარდა ამისა, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ასევე აქვთ იდეა, ტრამპის ნაცვლად ფილმის ეპიზოდში ჯო ბაიდენი ან კიანუ რივზი ჩასვან.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა ქვეყანაში მესამე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, რომელიც დემოკრატებსაც გაუწევდა კონკურენციას და რესპუბლიკელებსაც, იუწყება ტელეარხი Fox News–ი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებთან ახალი პარტიის შექმნის იდეა განიხილა, რომლისთვისაც სახელად „პატრიოტული პარტიის“ წოდებას აპირებდა.
ტრამპის შტაბის მრჩევლის, ჯეისონ მილერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა „ნათლად მიანიშნა“, რომ საკუთარ ძალებს რესპუბლიკელების დახმარებისკენ მიმართავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში 2022 წლის არჩევნებზე.
თავის მხრივ, გაზეთ New York Times–ის კორესპონდენტი მეგი ჰებერმანი საკუთარ Twitter–ზე წერს, რომ ტრამპს იდეა გადააფიქრებინეს.
In last 24 hours, after floating through a few folks that he was considering creating a third-party as a way to keep Senate Rs in line ahead of impeachment, Trump has been talked out of that and is making clear to people he isn't pursuing it, per ppl familiar w his thinking.
— Maggie Haberman (@maggieNYT) January 24, 2021
როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, ახალი პარტიის დაარსებით ტრამპს შეუძლია ზიანი მიაყენოს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის გარკვეულ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ნიდერლანდების პოლიციამ უმსხვილესი ტრანსნაციონალური ნარკოსინდიკატის მეთაური დააკავა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა NL Times.
ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე ცე ჩი ლოპი, რომელსაც აზიელი „ელ ჩაპოს“ სახელით იცნობენ, ამსტერდამის „სხიპჰოლის“ აეროპორტში ავსტრალიის ხელსუფლების მოთხოვნით დააკავეს. დაკავებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამჟამად ნიდერლანდების პოლიცია ავსტრალიის ხელისუფლებასთან ნარკოკარტელის მეთაურის ექსტრადიციის საკითხებზე მუშაობს.
Afgelopen vrijdag hield de Landelijke Recherche op verzoek van @AusFedPolice een 57-jarige Canadees aan op verdenking van grootschalige smokkel van drugs. De man stond sinds 2019 gesignaleerd door @interpol #politie #drugs #aanhouding
— Landelijke Eenheid (@PolitieLE) January 23, 2021
როგორც ავსტრალიური ტელეარხი ABC იუწყება, 57 წლის ცე ჩი ლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავეა და თავისი დონით ელ ჩაპოს და პაბლო ესკობარსაც კი უტოლდება. ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, ცე ჩი ლოპის ნარკოკარტელის წლიური ბრუნვა 70 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს აღწევს.
ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ცე ჩი ლოპის დაკავების ორდერი გასცა 2019 წელს მსხვილი ოპერაციის დროს, რომელმაც ხუთ ქვეყანაში მოქმედი დანაშაულებრივი ტრანსნაციონალური სინდიკატის საქმიანობა გამოამჟღავნა. სინდიკატი წლების განმავლობაში ავსტრალიაში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა-გასაღებით იყო დაკავებული.