ბაიდენს ინაუგურაციის მეორე დღეს იმპიჩმენტით ემუქრებიან

© AP Photo / Patrick Semanskyჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მისცა ხმა და დოკუმენტი სენატში გადაგზავნა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეული წევრი, რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორი აპირებს ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღესვე დააყენოს მისი იმპიჩმენტის საკითხი.

​„მინდა განვაცხადო ამერიკელი ხალხის სახელით, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ლიდერები ეძლევიან პასუხისგებაში, აშშ-ს არ შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც მზადაა ბოროტად ისარგებლოს თანამდებობით და იოლად მოსასყიდი გახდეს უცხოური მთავრობების, ჩინური და უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ტელეარხ Newsmax-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მან საკუთარ Twitter-ზე ატვირთა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოუცხადა იმპიჩმენტი ვაშინგტონში მომხდარი არეულობებისკენ წაქეზების ბრალდებით. სტატიას ხელი ქვედა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ მოაწერა და ის უკვე გადაეგზავნა სენატს. იმისათვის რომ სენატში იმპიჩმენტი შედგეს, მას სენატორთა ორმა მესამედმა (არანაკლებ 67 ხმა) უნდა დაუჭიროს მხარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0