ლისაბონი

ლისაბონი 2021 წლის ევროპის სპორტული დედაქალაქი გახდა

42
(განახლებულია 16:08 13.01.2021)
ტიტულის მფლობელი სპორტული ღონისძიებების გამართვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებისთვის ევროკავშირისგან მხარდაჭერას  მიიღებს.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლისაბონი 2021 წლის ევროპის სპორტის დედაქალაქად დასახელდა, წერს სააგენტო РИА Новости

ესპანური ქალაქი მალაგა, რომელიც აღნიშნული ტიტულის მფლობელი 2020 წელს იყო, მას 2021 წლის ივლისამდე შეინარჩულებს, რათა ჩაატაროს იმ ღონისძიებების ნაწილი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ლისაბონში აქცენტის გაკეთებას სპორტის ქუჩის სახეობებზე გეგმავენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება შეზღუდვების გათვალისწინება – სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვა.

ევროპის სპორტული დედაქალაქის ტიტული ევროპის დედაქალაქების და ქალაქების სპორტის ფედერაციიის (ACES Europe) მიერ 2001 წლიდან გაიცემა. ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, „ევროპის სპორტის თემისა“ და „ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

42
თემები:
მსოფლიო დღეს (2489)
კორონავირუსის პანდემია. ავსტრია

რატომ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები მეცნიერების მოსაზრება

23
(განახლებულია 20:54 01.08.2021)
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik  ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ გავრცელდა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Scientific Report–ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიური მოდელი ააგეს და აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე. გამოთვლების შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობა – მინიმუმ 60% აიცრას.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდეგაც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. სპეციალისტების აზრით, თავისუფალი გადაადგილება რისკის შემცველია მსოფლიოში ვაქცინაციის სხვადასხვა ტემპის გამო, ასევე საშიშია ახალი საშიში შტამების გამოჩენის მხრივ პოპულაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები საერთაშორისო დონეზე უნდა შეთანხმდეს, მიიჩნევენ მკვლევარები.

23
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტოკიო პანდემიის დროს

ტოკიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

25
(განახლებულია 18:59 01.08.2021)
იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. COVID-19–ით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება იმ ადამიანებს შორისაც, რომლებსაც კავშირი აქვთ ღონისძიებებთან

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. იაპონიის დედაქალაქში პანდემიის დაწყებიდან პირველად ერთ დღე–ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეარხი NHK.

ტოკიოში ინფიცირების 4.085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 95 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა პარასკევს მთელი ქვეყნის მასშტაბით – 10,7 ათასი შემთხვევა.

ტოკიოში 12 ივლისიდან რიგით მეოთხე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 22 აგვისტომდე გაგრძელდება, ანუ პარალიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრტძელდება. დედაქალაქის გარდა საგანგებო რეჟიმი კიდევ მთელ რიგ პრეფექტურებში მოქმედებს.

ტოკიოში ამჟამად ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია სპორტის სახეობების მხრივ – 33, და ასევე ჯილდოების კომპლექტების თვალსაზრისით – 339. ღონისძიება მკაცრი შეზღუდვების პირობებში ტარდება.

ოლიმპიურ ღონისძიებებში ჩართულებს ყოველდღე უტარებენ ტესტირებას. მხოლოდ კვირას მონაწილეებსა და ოლიმპიადაზე დასაქმებულებს შორის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თან ერთ შემთხვევაში ვირუსი სპორტსმენს დაუდასტურდა. სულ ოლიმპიადის პერიოდში ინფიცირების რიცხვმა ღონისძიების მონაწილეებს შორის 260–ს მიაღწია.

25
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
იაკობ ქაჯაია კუბელ აკოსტა ფერნანდესთან ორთაბრძოლაში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე

0
(განახლებულია 20:25 01.08.2021)
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია

იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)

Борец Якоб Каджая
© AP Photo / Anvar Ilyasov
იაკობ ქაჯაია

ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.

ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.

27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.

გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)

ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.

Георгий Мелия – греко-римская борьба
გიორგი მელია

მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

0
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე