რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირს თანამეგობრობაში თურქეთის მიღებისკენ მოუწოდა

64
(განახლებულია 15:58 13.01.2021)
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი თურქეთმა ჯერ კიდევ 1987 წელს წარადგინა, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არაერთხელ შეჩერდა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ევროკავშირს თანამეგობრობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მის შემადგენლობაში თურქეთის მიღებისკენ მოუწოდა, წერს РИА Новости

„ჩვენ უარი არ გვითქვამს ძალისხმევაზე ევროკავშირის სრული წევრობის მიღებასთან დაკავშირებით. ყველა მზარდი გაურკვევლობა, რაც Brexit-მა მოიტანა, მას შემდეგ აღმოიფხვრება, რაც თურქეთი მიიღებს წევრობას“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამოსვლისას.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1963 წელს მოეწერა ხელი. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი თურქეთმა 1987 წელს წარადგინა. ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რაც მხოლოდ 2005 წელსღა დაიწყო, არაერთხელ შეჩერდა უთანხმოების გამო. 2016 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს, განეახლებინათ თურქეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებები იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ხელს შეუწყობდა მიგრანტების ნაკადის ევროკავშირში შედინების შეჩერებას თურქეთის ტერიტორიის გავლით.

დიდმა ბრიტანეთმა 2020 წლის 31 იანვარს ევროკავშირი დატოვა. Brexit-ის შემდეგ გარდამავალი პერიოდი, როდესაც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ყველა ნორმა და კანონი მოქმედებდა, მოქალაქეები კი გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობდნენ, 31 დეკემბერს დასრულდა.

64
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
Telegram

Sputnik-ის ინგლისურენოვანი არხი Telegram-ზე ამუშავდა

10
(განახლებულია 16:42 25.01.2021)
არხზე გამოქვეყნდება ტექსტური შეტყობინებები, ფოტო– და გრაფიკული გამოსახულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გრაფიკები და სტატისტიკა, რათა მკითხველებს გააცნოს მსოფლიოს ყველა ახალი ამბავი

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ი ახალ ინგლისურენოვან არხს ხსნის Telegram–ზე, რათა განავითაროს საინფორმაციო სერვისები Telegram–ის მულტიმედიური შესაძლებლობებით და გააშუქოს პოლიტიკური და ბიზნეს საკითხები, მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კოსმოსის, ასევე ჯანდაცვისა და სხვა სფეროების სიახლეები და მიაწოდოს ის ფართო აუდიტორიას.

არხზე გამოქვეყნდება ტექსტური შეტყობინებები, ფოტო– და გრაფიკული გამოსახულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გრაფიკები და სტატისტიკა, რათა მკითხველებს გააცნოს მსოფლიოს ყველა ახალი ამბავი — იქნება ეს დღის მთავარი თემები, კურიოზული შემთხვევები თუ კულისებს მიღმა მოვლენები.

Sputnik–ი საზოგადოებას შესთავაზებს ამონარიდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან,  ანალიტიკოსებსა და წქსპერტებთან საინტერესო ექსკლუზიური ინტერვიუებიდან.

Sputnik–ის კორესპონდენტები 24/7–ზე იმუშავებენ პირდაპირ ეთერში და გააშუქებენ ყველა მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენას: დაწყებული სახელმწიფო ვიზიტებით, დამთარებული საპროტესტო აქციებით, ტერორისტული შეტევებითა თუ ინფექციების აფეთქებებით.

Telegram–ში Sputnik–ის მოძებნა და გამოწერა შეგიძლიათ მისამართზე @sputniknewsint.

Sputnik-ი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელიც აერთიანებს 33 ენაზე მაუწყებელ მულტიმედიურ ინტერნეტ-საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას მსოფლიოს 34 ქვეყნის 130-ზე მეტ ქალაქში. Sputnik-ი 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს წამყვან გამოცემებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ ენებსა და ასევე ფარსიზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია 80 მლნ ვიზიტორს შეადგენს ერთ თვეში, ხოლო სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა საერთო რაოდენობა 20 მილიონს აღემატება.

 

10
ვაქცინაციის ცენტრი თელ-ავივში

COVID-19 მსოფლიოში: ისრაელი „ჰერმეტულად“ დაიხურა, შვედეთმა საზღვრები ჩაკეტა...

69
(განახლებულია 16:10 25.01.2021)
კორონავისრუსთან ბრძოლის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებს ისეთი მკაცრი ზომების გატარება უწევთ, რომლებისთვისაც მანამდე არასდროს მიუმართავთ

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები კვალავც ებრძვიან კორონავირუსის გავრცელებას და სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ ინფექციის შესაჩერებლად.

მაგალითად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. მოქალაქეებს ეკრძალებათ საღამოს ცხრა საათიდან დილის ხუთის ნახევრამდე სახლიდან გასვლა. ასეთი შეზღუდვები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოქმედებს. დამრღვევებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ 95 ევროს ოდენობით. გამონაკლისს მხოლოდ ძაღლების მფლობელები წარმოადგენენ.

მკაცრი ზომების საპასუხოდ, ნიდერლანდების მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ორ ათეულზე მეტი აქტივისტი დააკავა, ხოლო  გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3.5 ათასს გადააჭარბა.

ისრაელის მთავრობამ პრაქტიკულად „ჰერმეტულად“ დახურა ქვეყანა. გარდა იმისა, რომ შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები უცხოეთის მოქალაქეებისთვის, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტი მინიმუმ ერთი კვირით ჩაიკეტება და ისრაელი, პირველად ისტორიაში, შეწყვეტს არა მარტო ემიგრანტების, არამედ იმ თანამემამულეების მიღებასაც, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან.

შვედეთმა, რომელმაც მანამდე აღიარა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის რბილი ზომები არაეფექტური იყო, დახურა საზღვარი ნორვეგიასთან, სადაც COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამი გამოვლინდა.

ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს სავაჭრო ტურიზმი ორი ქვეყნის საზღვარზე და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ვირუსის ახალი მუტაციისგან.

საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ყველა პირმა, რომლებიც ქვეყანაში საზღვაო ან საჰაერო გზით შევლენ, უნდა წარადგინოს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი საზღვრის გადაკვეთამდე არა უგვიანეს 72 საათისა.

„ვაქცინა გეებად გაქცევთ - არ აიცრათ“ - რაბინი ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა. აქედან დაავადებამ  2.1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

საშიში ინფექციის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები — 25 მილიონზე მეტი დაავადებულითა და 419 ათასზე მეტი გარდაცვლილით; მეორე ადგილზეა ინდოეთი — 10,6 მილიონზე მეტი ინფიცირებულითა და 153 ათასზე მეტი გარდაცვლილით, მესამე ადგილზეა ბრაზილია — ინფიცირების 8,8 მილიონი დადასტურებული შემთხვევითა და 217 ათასი გარდაცვლილით.

69
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7