Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში უკვე 90 მილიონს აჭარბებს

© AP Photo / Eugene Hoshikoპანდემია იაპონიაში
პანდემია იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია აშშ-ში – 22,2 მილიონზე მეტი. მსოფლიოში პანდემიის შედეგად 1,93 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 90 მილიონიან ნიშნულს გადასცდა, აცხადებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, მასმედიაში გავრცელებულ და სხვა ღია წყაროების მონაცემებს აჯამებს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ახლო მომავალში კორონავირუსის მესამე ტალღის აგორება უსაფუძვლო არ არის

უნივერსიტეტის ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსული ინფექცია მსოფლიოში 90 260 468 ადამიანს დაუდგინდა.

ამასთან, COVID-19-ის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია აშშ-ში – 22,2 მილიონზე მეტი. მსოფლიოში პანდემიის შედეგად 1,93 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, თითქმის 50 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0