თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–დიეგოში შეჯახება მოხდა დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, იუწყება ტელეარხი Fox5–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სანაპიროზე დაიწყო, სადაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ მისთვის სოლიდარობის გამოსახატად. მალე მსვლელობას ტრამპის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, რაც მხარეთა შეტაკებაში გადაიზარდა.
Another fascist that just forcefully shoved someone on the BLM side has been taken out of the crowd and protected by SPD #SanDiego pic.twitter.com/GPP8Ru8AYO
— T (@waterspider__) January 9, 2021
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა შორის იყვნენ ანტიფაშისტური ჯგუფებიც.
ამ დროისათვის კონფლიქტი ამოწურულია, პოლიციამ დაპირისპირების შეჩერება მოახერხა.
ტელეარხის ცნობით, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ, კონგრესში ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე დაიწყო ლაპარაკი.
6 იანვარს აშშ–ის კონგრესში სხდომა გაიმართა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგები უნდა დამტკიცებულიყო. ამ შედეგების თანახმად, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. დონალდ ტრამპი და მისი მომხრეები არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს და ირწმუნებოდნენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა. ბაიდენის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ შეიკრიბნენ, მერე კი კონგრესში შეიჭრნენ, რაც არეულობაში გადაიზარდა. მედიის ინფორმაციით, შეტაკებაში დაიღუპა ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთი პოლიციელი იყო.