მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყირგიზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Алексей Майшев / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები ყირგიზეთში
არჩევნები ყირგიზეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან ოქტომბერში გადადგა, რის შემდეგაც ქვეყანას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა

თბილისი,  10 იანვარი – Sputnik. ყირგიზეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.

სოორონბაი ჟეენბეკოვი - Sputnik საქართველო
ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დილის 08:00 საათისთვის 2 474 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი - 48.

მოქალაქეებს ორი ფერის ბიულეტენები ურიგდებათ: თეთრზე საპრეზიდენტო კანდიდატების გვარებია ჩამითვლილი, ხოლო ცისფერზე – მმართველობის ფორმების ვარიანტები: საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ყველას წინააღმდეგ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 11 915 903 კაცს შეადგენს. დილის 10 საათის მდგომარეობით, აქტიურობის მაჩვენებელი 2,8%-ია (99 772 ამომრჩეველი).

ყირგიზეთის მოქალაქეები მომავალ პრეზიდენტს 18 კანდიდატს შორის ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0