ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკაში რობოტმა-ასისტენტებმა იჩხუბეს: თვითმხილველის ვიდეო

218
(განახლებულია 12:13 10.01.2021)
საბოლოოდ ერთ-ერთმა რობოტმა თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორემ ის „გუნების ხშირ ცვალებადობაში“ დაადანაშაულა

თბილისი,  10 იანვარი – Sputnik. ჩინეთის ცზიანსის პროვინციის ერთ–ერთ ბიბლიოთეკაში ორმა რობოტმა–ასისტენტმა იჩხუბა. მომხდარი თვითმხილველებმა აღბეჭდეს ვიდეოკამერაზე.

როგორც ირკვევა, რობოტები ტუტუ და ვანბაო მკითხველებს მათთვის საჭირო წიგნების მოძებნაში ეხმარებიან. ერთ–ერთმა მკითხველმა რობოტისთვის კითხვის დასმა მოისურვა და QR-კოდი დაასკანერა მასზე. ამასობაში მას მეორე რობოტიც მიუახლოვდა, რომელსაც ასევე სურდა, დახმარება გაეწია ვიზიტორისთვის. შედეგად, რობოტებს შორის გაუგებრობა მოხდა და ისინი ერთმანეთს „წაეკიდნენ“.

ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ „კამათობენ“ ტუტუ და ვანბაო, ხოლო კადრს მიღმა ვიზიტორთა სიცილი ისმის.

საბოლოოდ რობოტმა ვანბაომ პარტნიორთან შერიგება გადაწყვიტა და თავი დამნაშავედ ცნო. პასუხად ტუტუმ ის „გუნების ხშირ ცვალებადობაში“ დაადანაშაულა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიუტევა „თანამოძმეს“.

 

 

218
თემები:
საერთაშორისო პანორამა (55)
ჯეფ ბეზოსი და მისი ექს-მეუღლე მაკენზი სკოტი

ჯეფ ბეზოსი საყვარლის ძმამ „ჩაუშვა“: პლანეტის უმდიდრესი ადამიანი 1,7 მლნ დოლარს მოითხოვს

7
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში ჯეფ ბეზოსი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს დაახლოებით 200 მილიარდიანი ქონებით

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. კომპანია Amazon–ის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი 1,7 მლნ დოლარს ითხოვს საყვარელი ქალის ძმისგან, მაიკლ სანჩესისგან, იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც მან სასამართლოზე დახარჯა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა Bloomberg–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსი, 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლს გაშორდა. ამის მიზეზი მისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობები გახდა.

ირკვევა, რომ ტაბლოიდმა National Enquirer–მა „ჟურნალისტური გამოძიება“ ჩაატარა და „ამაზონის“ მფლობელი ყოფილ ტელეწამყვანთან, 49 წლის ლორენ სანჩესთან სასიყვარულო ურთიერთობაში ამხილა და შესაბამისი ფოტო მანამ გამოაქვეყნა, სანამ მილიარდერი ოფიციალურად გამოაცხადებდა განქორწინების შესახებ.

როგორც თავად ტაბლოიდი ირწმუნება, მისი წარმომადგენლები ბეზოსს დაუკავშირდნენ და მის შესახებ შეკრებილი დოსიეს თაობაზე აცნობეს, რაც მილიარდერის საჯარო განცხადებამდე 48 საათით ადრე მოხდა.

სკანდალის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის დეტალები დაედგინა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ტაბლოიდის გამომცემი კომპანია American Media Inc, რომელსაც დევიდ პიკერი ხელმძღვანელობს, მას იმ ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა, რომლებსაც თავად ბეზოსი უგზავნიდა ლორენ სანჩესს.

მოგვიანებით გამოცემა Wall Street Journal–ი წერდა, რომ ტაბლოიდმა ლორენის ძმას, მაიკლ სანჩესს 200 ათასი დოლარი გადაუხადა მილიარდერის მიმოწერის მიწოდებისთვის.

 

 

7
თემები:
საერთაშორისო პანორამა (55)
დონალდ და მელანია ტრამპები

სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გადადო

11
(განახლებულია 10:39 27.01.2021)
მანამდე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგნდნენ საკუთარ არგუმენტებს წერილობითი სახით

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ–ის სენატმა არ ცნო ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურად, რაზეც კენჭისყრის შედეგები მეტყველებს.

პროცესის არაკონსტიტუციურად ცნობის წინადადება სენატორმა რენდ პოლმა წამოაყენა, თუმცა მის იდეას მხოლოდ 45–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 55 კი წინააღდეგი იყო.

აშშ–ის კონგრესის ზედა პალატა ექს–პრეზიდენტის იმპიჩმენტს უკანა რიცხვით განიხილავს — ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ქვეყნის ძირითადი კანონის სპეციალისტებს შორის ამგვარი პროცესის კონსტიტუციურობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, მოსამართლეები კი მანამდე არასდროს მონაწილეობდნენ ამგვარი პრობლემის გადაჭრაში, ამიტომაც პროცესით სწორედ სენატორები არიან დაკავებული.

საბოლოოდ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 9 თებერვლამდე გადაიდო, რასაც სენატში ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აშშ–ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარი არეულობის წაქეზებაში ედება ბრალი, რა დროსაც მის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების პროცესისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.

 

11
თემები:
საერთაშორისო პანორამა (55)

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი პროტესტების ტალღამ მოიცვა

0
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გამო პროტესტის ტალღამ იფეთქა. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები მოქმედებს დიდ ქალაქებში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოშ, თუ რას მოითხოვენ მომიტინგეები

საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმუშევრობაა. 

თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაშ აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ამავდროულად მეპროტესტეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.

0