თვითმფრინავი ცაში

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში ბოლო ცნობები

135
ოპერაციის ჩატარებას ართულებს ის, რომ ღამეა და ცუდი ხილვადობაა, თუმცა, ამის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები გრძელდება

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ჯაკარტასთან ახლოს ჩამოვარდნილი კომპანია Sriwijaya Air–ის თვითმფრინავი ავარიულ სიგნალს არ გადმოსცემდა, იუწყება სააგენტო Antara ინდონეზიის საძიებო–სამაშველო სამმართველოს ოპერაციებისა და მზადყოფნის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ბამბანგ სურიო აჯის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„უნდა დავადგინოთ, რატომ არ გადმოსცემდა სიგნალს... სიგნალი არც ავსტრალიას არ მიუღია. ამიტომ საძიებო–სამაშველო სამმართველო ჯერ კიდევ ცდილობს გამოარკვიოს, რატომ არ გადმოსცა რადარებმა სიგნალი“, – განაცხადა მან.

უფრო ადრე ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა კარია სუმადიმ დაადასტურა, რომ Sriwijaya Air–ის თვითმფრინავი ჯაკარტასთან ახლოს წყალში ჩავარდა.

ავიაკომპანიის მონაცემებით, ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა – თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. წინასწარი მონაცემებით, როგორც მასმედიის საშუალებები იტყობინებიან, ნაპოვნია ლაინერის ნამსხვრევები და ცხედრების ნაწილები.

ინდონეზიის სამხედრო–საჰაერო ძალებმა საძიებო ოპერაციის დასახმარებლად ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი მოამზადეს.

ოპერაციის ჩატარებას ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. „ჩვენი თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მათ თვითმფრინავის რამდენიმე ნამსხვრევი9 იპოვეს. დაბრკოლებაა ცუდი ხილვადობა, რადგან ღამეა“, – განაცხადა ერთ–ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილემ და დასძინა, რომ, მიუხედავად სირთულისა, საძიებო სამუშაოები მაინც გრძელდება.

135
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

„ელფები“ დედამიწაზე: ISS-ის ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო - ვიდეო

18
(განახლებულია 11:56 25.01.2021)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო დედამიწის იონოსფეროში

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.

მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.

ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.

„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.

კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.

მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.

 

18
თემები:
საერთაშორისო პანორამა
Google-ს ლოგოტიპი

Google-მ ამბიციური პროექტი დახურა: დასახელდა მიზეზები

19
(განახლებულია 11:25 25.01.2021)
ახალი პროექტი, რომელიც გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მეტად სარისკოა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კომპანია Alphabet–მა, რომელიც Google–ს ეკუთვნის,  შეწყვიტა პროექტი Project Loon–ი, რომლის მიზანიც სტრატოსფერული ბურთების მეშვეობით ინტერნეტზე უსადენი წვდომის ქსელის შექმნა იყო, ნათქვამია პროექტის ოფიციალურ საიტზე.

Loon–ის გენერალური დირექტორი ალასტერ ვესტგარტი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ვერ ამცირებდა ხარჯებს.

„რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შექმნა მეტად სარისკოა თავისი არსით“, — განაცხადა ვესტგარტმა.

აღსანიშნავია, რომ Project Loon–ი გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, რა დროსაც კენიაში 35 აეროსტატი გაუშვეს. თითოეული ბურთი დაახლოებით 80 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა.

 

19
თემები:
საერთაშორისო პანორამა