დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

83
(განახლებულია 11:05 11.01.2021)
ასე რომ, შესაძლებელია აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ისტორიაში შევიდეს როგორც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც არ დაესწრება ცერემონიას

 

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება სახელმწიფო მეთაურის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას, ამის შესახებ წერს РИА Новости.

 „ყველას, ვინც მეკითხება: მე არ ვაპირებ ინაუგურაციაზე დასწრებას 20 იანვარს,"- დაწერა ტრამპმა Twitter–ზე.

ასე რომ, შესაძლოა, ტრამპი აშშ–ის ისტორიაში მეოთხე პრეზიდენტი გახდეს, რომელიც არ დაესწრება საკუთარი შემცვლელის ინაუგურაციის ცერემონიას. 

პირველად ასე მოიქცა ჯონ ადამსი, აშშ–ის მეორე პრეზიდენტი (1797–1801 წლები). იგი არ დაესწრო ღონისძიებას, არამარტო არჩევნებში განცდილი მარცხის, არამედ ოჯახური ტრაგედიის გამო – ადამსის ერთ–ერთი ვაჟი ალკოჰოლით გარდაიცვალა.

მეორე იყო ჯონ ქუინსი, აშშ–ის მეექვსე პრეზიდენტი და ჯონ ადამსის ვაჟი (1825–1829 წლები). არც მას და არც არჩევნებში გამარჯვებულ ენდრიუ ჯექსონს ურთიერთობის სურვილი არ გამოუხატავთ, შესაბამისად, ინაუგურაციაზე ვიზიტამდე საქმე არც მისულა.

მესამე იყო ენდრიუ ჯონსონი, აშშ–ის მე–17 პრეზიდენტი (1865 – 1869 წლები).

 

 

83
რუსული ვაქცინა „სპუტნიკV

პაკისტანმა რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

11
ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია AGP რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი იქნება

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. პაკისტანის მთავრობამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს სასწრაფო გამოყენების ნებართვა გასცა და პრეპარატის იმპორტისა და გავრცელების უფლება ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიას მიანიჭა, იუწყება გაზეთი Dawn.

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემას, რომ რუსული ვაქცინა გახდა მესამე პრეპარატი, რომლის გამოყენებაც დაიშვა ქვეყანაში.

მან ასევე განმარტა, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია AGP რუსული ვაქცინის ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი იქნება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ ვაქცინა AstraZeneca-ს და ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატის სასწრაფო გამოყენება დაუშვა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, პაკისტანში კორონავირუსი დაუდასტურდა 528 ათას ადამიანს, გამოჯანმრთელდა 482 ათასი პირი, გარდაცვლილთა რიცხვი 11 ათასს აღემატება.

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული >>

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

11

ძაღლი-თერაპევტი: საუკეთესო მკურნალი და მეგობარი

23
იცით თუ არა, რომ მედიცინაში ოფიციალურად არსებობს ძაღლებით მკურნალობის მიმართულება?

დიახ, არაფერი შეგვშლია: ძაღლებით მკურნალობას, ანუ კანისთერაპიას (canis — ლათინურად "ძაღლი") ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს და დღემდე წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში…

ნახეთ ვიდეო და ხილულად დარწმუნდით, რა ძალა აქვს ფუმფულა მეგობრის თანადგომას უმძიმესი სენით შეპყრობილებისთვისაც კი.

 

23
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0