თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ, რაც Twitter-მა მისი ანგარიში დროებით დაბლოკა, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება განათავსა.
Twitter-მა ტრამპის აკაუნტი 12 საათით დაბლოკა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი სამ „ტვიტს“ არ წაშლიდა, რომელიც, კომპანიის აზრით, მის წესებს არღვევდა, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში დაბლოკილი დარჩებოდა. ტრამპმა არეულობის ფონზე კაპიტოლიუმთან შეკრებილ მეამბოხეებს სოციალურ ქსელში მიმართა და აღნიშნა, რომ მას არჩევნები „მოპარეს“.
ამის შემდეგ ტრამპმა წაშალა სადავო „ტვიტები“.
დაბლოკვის შემდეგ ტრამპის პირველი განცხადება ორწუთიანი ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც მან კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა შეაფასა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, „არ წარმოადგენენ“ შეერთებულ შტატებს როგორც ქვეყანას. სახელმწიფო მეთაურმა პირობა დადო, რომ არეულობის მონაწილეებს კანონდარღვევისთვის „აზღვევინებენ“.
„შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში 20 იანვარს მოვა. ის კი ყოფილი კონკურენტისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადასაცემად მზადაა.
„კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდაციასა და შერიგებას", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ოთხშაბათს კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობა მოხდა – ტრამპის მომხრე მომიტინგეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მანამდე ტრამპი მხარდამჭერების წინაშე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და მათ მოუწოდებდა, კაპიტოლიუმისკენ წასულიყვნენ.
6 იანვარს, როდესაც კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დასამტკიცებლად შეიკრიბა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუდგენელ ვითარებაში პოლიციის მიერ ნასროლმა ტყვიამ სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანის ეშლი ბებიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, კაპიტოლიუმთან კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.
The Senate has confirmed retired Gen. Lloyd Austin to lead the Pentagon. He will be the first African American defense secretary. https://t.co/9qbe9DW0Re
— CNN (@CNN) January 22, 2021
თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.
ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.
მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში, მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.
2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ახალმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტობის პირბველსავე დღეს წინამორბედის 17 ბრძანებულება გააუქმა, ასევე მოითხოვა ოვალური კაბინეტიდან მოეშორებინათ ღილაკი, რომლითაც დონალდ ტრამპი სარგებლობდა ხოლმე.
გამოცემა New York Post-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ტომ ნიუტონ დანმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლეშიც წერს, რომ საუბარია ღილაკზე, რომლითაც ტრამპი ხშირად იძახებდა თანამშრომელს დიეტური კოკა–კოლის მისატანად.
რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი — ის, რომ ბაიდენს გაზირებული სასმელი არ უყვარს, თუ ის, რომ სურს თავიდან მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტის მიერ დატოვებული წვრილმანები, უცნობია.
President Biden has removed the Diet Coke button. When @ShippersUnbound and I interviewed Donald Trump in 2019, we became fascinated by what the little red button did. Eventually Trump pressed it, and a butler swiftly brought in a Diet Coke on a silver platter. It's gone now. pic.twitter.com/rFzhPaHYjk
— Tom Newton Dunn (@tnewtondunn) January 21, 2021
ამასთან აღინიშნება, რომ ახალ პრეზიდენტს კიდევ ბევრჯერ და დიდხანს მოუწევს თეთრი სახლის კედლებში „ტრამპიზმის“ შედეგებთან შეჯახება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა იქ უამრავი რამ შეცვალა.
ასე მაგალითად, ერკვევა რა ინტერიერებში (როგორც ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის მფლობელი), ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე გასცა განკარგულება, დაედგათ იქ ფარჩის ზედაპირიანი დივნები და სავარძლები.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად.