თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. კონგრესის მუშაობა შეწყდა, ხოლო კონგრესმენები სასწრაფოდ გაიყვანეს შენობიდან.
Pro-Trump protesters have stormed the US Capitol, where members of Congress were meeting to certify President-elect Joe Biden's win. https://t.co/XSjeyp448n pic.twitter.com/72YdffsuYJ
— CNN (@CNN) January 6, 2021
მანამდე კაპიტოლიუმის შენობის წინ აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად.
მედიის ინფორმაციით, ამერიკის ლიდერის მხარდამჭერებმა ალყა შემოარტყეს კაპიტოლიუმს, ხალხი კედლებზე ძვრებოდა და შენობის აივნებზე აღწევდა, საიდანაც შესასვლელისკენ გადიოდნენ. პოლიცია საქმეში არ ერეოდა.
პროტესტის გამო სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მუშაობა შეწყდა. კონგრესის შენობის ოფისებიდან ხალხის ევ აკუაცია მოხდა. როგორც ტელეარხ NBC News–ს აცნობა სენატის ერთ–ერთმა წევრმა, ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი კაპიტოლიუმიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.
Protester seen hanging from the balcony in the Senate Chamber, after pro-Trump supporters and protesters breached the U.S. Capitol, sending the building into lockdown with lawmakers inside.
— ABC News (@ABC) January 6, 2021
The latest: https://t.co/gyZwp8Dtqi pic.twitter.com/IOtuPKJ0aH
ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
თავის მხრივ დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მისმა პრეს–მდივანმა კეილი მაკინანიმ დაწერა Twitter–ზე.
#BREAKING: Pro-Trump protesters have entered the Senate chamber as chaos continues inside the U.S. Capitol pic.twitter.com/0BK904FeqD
— Russell Falcon (@RussellFalcon) January 6, 2021
CNN–ის ინფორმაციით, შეტაკებებში დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, ერთ–ერთი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. მედიის ინფორმაციით, კონგრესის შენობაში დაიჭრა ერთ–ერთი დემონსტრანტიც, რომელსაც ტყვია მკერდში მოხვდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 10 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი არის ოქროსი, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლამ შესაძლოა მედიკამენტების მიმართ მდგრადი (რეზისტენტული) სოკო Candida auris-ის მასიური აფეთქებები გამოიწვიოს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის, იუწყება მედია მეცნიერებზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, Candida auris–ს სწრაფი შიდასტაციონარული გავრცელების უნარი აქვს და უმეტეს შემთხვევაში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების სიკვდილის მიზეზი ხდება.
როგორ მეცნიერები ირწმუნებიან, სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან ავადმყოფები, რომელთაც სასუნთქ და კვების მილებს და ასევე სხვა სახის კათეტერებს უდგამენ. ასეთი მანიპულაციები ძალიან გახშირდა კორონავირუსის პანდემიის დროს, დაავადებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის გამო.
როგორც კლინიკური მიკოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კლიმკო აცხადებს, ეს მუტანტი–სოკო უკვე გამოვლინდა მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში. ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან Candida auris-ის იდენტიფიცირება ძალზე რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ მსხვილ ცენტრებშია შესაძლებელი.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სტაციონარებში პრეპარატ „ფლუკონაზოლის“ გადაჭარბებული გამოყენების გამო, არსებობს ალბათობა, რომ პრეპარატების მიართ მდგრადობა გაიზრდება Candida–ს გვარის სხვა სოკოებშიც.
„ექიმებს უყვართ ამ პრეპარატის დანიშვნა. მაგრამ უკვე ახლა ამ საშუალების მიმართ რეზისტენტობა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დაახლოებით 30 პროცენტია. მომავალში კი წამლების მიმართ მდგრადი სოკოვანი ინფექციების რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს“, — განმარტავს კლიმკო.
კორონავირუსულ სტაციონარებში საშიში სოკოვანი ინფექციის ფეთქების თაობაზე ამ დროისათვის უკვე იუწყებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიკოსები.
ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო ოცდაოთხ საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილას 70 სანტიმეტრს აღწევს.
უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.