თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ვაშინგტონში მიმდინარე დემონსტრაციაზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეჯახება მოხდა, იუწყება ტელეარხი Fox News.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები მოითხოვენ, არ ჩაითვალოს იმ სადავო შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ხმები, რომლებშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
MAGA and Proud Boys are fighting cops in DC tonight. pic.twitter.com/5I09Z6Nitg
— Joshua Potash (@JoshuaPotash) January 6, 2021
ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებები სამშაბათს, საღამოს დაიწყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წიწაკის ბალონები გამოიყენეს.
დონალდ ტრამპმა თავისი მხარდაჭერებისადმი თანადგომა Twitter-ზე დააფიქსირა და დაწერა, რომ მათი ხმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტშიც ისმის.
„ვაშიგტონი სავსეა ხალხით, რომლებსაც არ სურთ იხილონ რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ მოპარული გამარჯვება... ჩვენ გვესმის თქვენი ოვალურ კაბინეტშიც და გვიყვარხართ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ — დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.
Washington is being inundated with people who don’t want to see an election victory stolen by emboldened Radical Left Democrats. Our Country has had enough, they won’t take it anymore! We hear you (and love you) from the Oval Office. MAKE AMERICA GREAT AGAIN!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 5, 2021
როგორც ცნობილია, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არ აღიარებს ნოემბრის არჩევნებში მარცხს. ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპს 232, ხოლო ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის სხდომაზე, რომელშიც ორივე პალატის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მაგალითად, ლუცერნი - შვეიცარიის პატარა ქალაქი იგივე დასახელების ტბის სანაპიროსთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის კარგად შენახული ძეგლებით. ლამაზი ალტშტატი (ძველი ქალაქი) ჩრდილოეთით XIV საუკუნის ციხესიმაგრე მუზეგის კედელს ესაზღვრება, რომლის სიგრძეც 870 მეტრია.
პორტუ - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი ხიდებით. აქ ეწევიან მეღვინეობას და ამზადებენ პორტვეინს
ბოლცანო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში. ის განთავსებულია ალპების მისადგომებთან, ფერად ხეობაში მთის ვენახებს შრის
იტოსიმა - ქალაქი იაპონიაში, ფუკუოკას პრეფექტურაში
ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით
ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია
ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად
ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრებთან ახლოს
ვიქტორია - ქალაქი კანადის უკიდურეს დასავლეთში, პროვინცია ბრიტანული კომლუმბიას დედაქალაქი. განთავსებულია ვაკუვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
ლევენი - ბელგიის ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრი
ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ალჟირის ხელისუფლება იანვარში ანტიკოვიდური რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ დაახლოებით 500 ათას დოზას ელოდება, იუწყება РИА Новости ქვეყანაში კორონავირუსის ზედამხედველობის კომიტეტის წარმომადგენელ ჯამალ ფურარზე დაყრდნობით.
„მოსახლეობის ვაქცინაციას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებისთანავე დავიწყებთ“, — განუცხადა ფურარმა ალჟირულ რადიოსადგურ Chaine 2–ს.
ჩინოვნიკის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში დაახლოებით რვა ათასი სავაქცინაციო პუნქტია მომზადებული, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ფურარი ხაზს უსვამს, რომ ალჟირის მიერ შერჩეული პრეპარატები „უსაფრთხოა და ეფექტური“. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის 60–70%-ის აცრას გეგმავს, რათა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მიაღწიოს, და იქვე განმარტა, რომ ბავშვები არ აიცრებიან.
გარდა რუსეთისა, ჩინოვნიკის თქმით, ალჟირის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის ჩინელ მწარმოებლებთანაც.
ალჟირი 2020 წლის 10 დეკემბერს პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, სადაც ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, COVID-19–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 103 ათას კაცს აჭარბებს, საიდანაც 70 ათასი განიკურნა, ხოლო 2836 გარდაიცვალა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.107 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 121 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 986 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.