თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ამერიკული რეალითი–შოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა და რეპერმა კანიე უესტმა ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ გაყრა გადაწყვიტეს, იუწყება გამოცემა Page Six წყაროებზე დაყრდნობით.
EXCLUSIVE: Kim Kardashian and Kanye West are getting a divorce: 'She's done' https://t.co/xOJNBkCYE2 pic.twitter.com/ucbHE996Ci
— New York Post (@nypost) January 5, 2021
„კიმმა ადვოკატი ლაურა უესერი დაიქირავა და ახლა [კარდაშიანი და უესტი] მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, — ციტირებს გამოცემა ინფორმირებულ წყაროს.
როგორც გამოცემა წერს, წყაროები ირწმუნებიან, რომ წყვილის განქორწინება გარდაუვალია. კიმ კარდაშიანი უკვე აღარ ატარებს საქორწინო ბეჭედს, ხოლო კანიე უესტმა დღესასწაულები ვაიომინგში, საკუთარ სახლში გაატარა და არა კარდაშიანების ოჯახთან.
გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინების შემთხვევაში წყვილის დავის საგანი გახდება მათი სახლი კალაბასასში, რომელზეც მათ დაახლოებით 600 მლნ დოლარი დახარჯეს. კარდაშიანს სურს, რომ სახლი მას და შვილებს დარჩეს.
წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წყვილის განქორწინების შესახებ იწყება საუბარი, თუმცა ამჯერად „ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა“.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ოთხ ბავშვს ზრდის. კარდაშიანისთვის ეს განქორწინება რიგით მესამე იქნება.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი კორონავირუსზე აიცრა.
ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა და ფოტოც დაურთო.
One of the benefits of being 65 is that I’m eligible for the COVID-19 vaccine. I got my first dose this week, and I feel great. Thank you to all of the scientists, trial participants, regulators, and frontline healthcare workers who got us to this point. pic.twitter.com/67SIfrG1Yd
— Bill Gates (@BillGates) January 22, 2021
„იმის ერთ–ერთი უპირატესობამ რომ 65 წლის ხარ, ისაა, რომ მაქვს COVID-19–ის წინააღმდეგ ვაქცინაციის უფლება. ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ყველა მეცნიერს, გამოცდების მონაწილეებს, მარეგულირებელ უწყებებსა და წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსებს, რომლებმაც ამ მომენტამდე მიგვიყვანეს“, — წერს გეიტსი.
ამასთან მილიარდერი არ აკონკრეტებს, რომელი ვაქცინით აიცრა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.
The Senate has confirmed retired Gen. Lloyd Austin to lead the Pentagon. He will be the first African American defense secretary. https://t.co/9qbe9DW0Re
— CNN (@CNN) January 22, 2021
თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.
ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.
მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში, მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.
2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.