მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ასანჟი, მენინგი და სნოუდენი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

© photo: Sputnik / Alex McNaughton / გადასვლა მედიაბანკშიჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნობელის პრემიის ლაურეატი აცხადებს, რომ ასანჟმაც, მენინგმაც და სნოუდენმაც თავიანთი მოვალეობა დიდი სიყვარულით შეასრულეს.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მშვიდობის დარგში თავად ნობელის პრემიის ლაურეატმა მეიროდ კორიგანმა ამ ჯილდოსთვის ჯულიან ასანჟის, ჩელსი მენინგისა და ედვარდ სნოუდენის კანდიდატურები წარადგინა, იუწყება РИА Новости.

ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს განაჩენი გამოუტანა>>

ნობელის კომიტეტისადმი გაგზავნილ კორიგანის წერილში აღნიშნულია, რომ ასანჟი დიდი ბრიტანეთის საპატიმროშია და ის კვლავ რისკის ქვეშაა – რომ მისი ექსტრადირება მოხდება აშშ-ში მიუხედავად სასამართლოს უარისა ექსტრადიციაზე. მისი თქმით, ასანჟი აშშ-ში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ საფრთხის ქვეშ შეიძლება მოხვდეს და ასევე, შესაძლოა, მას სიკვდილით დასჯაც შეუფარდონ.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ამერიკელი კონგრესმენი ტრამპს „მამაცი ინფორმატორების“ შეწყალებისკენ მოუწოდებს

ჩელსი მენინგი (წარსულში ბრედლი მენინგი), რომელმაც ასანჟს ინფორმაცია მიაწოდა და ამისთვის ამერიკულ ციხეში შვიდი წელი გაატარა, სანამ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არ შეიწყალა, ასევე იმყოფებოდა გისოსებს მიღმა იმისთვის, რომ ასანჟის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

სნოუდენმა კი, რომელმაც აშშ-ის სპეცსამსახურების თვალთვალის მასშტაბური საიდუმლო პროგრამები გახსნა, თავშესაფარი რუსეთში იპოვა და სამშობლოში სამუდამო პატიმრობის შიშით ვერ ჩადის.

„სამივე მშვიდობისთვის მებრძოლი თავის სინდისს მიჰყვებოდა და თავის ვალს სიყვარულით ასრულებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეშინოდათ... მაგრამ თითოეულმა, სხვების სამსახურში, რაღაც მშვენიერი და დიდებული გააკეთა“, – ნათქვამია კორიგანის წერილში.

ედვარდ სნოუდენი აშშ-ში დაბრუნდება, თუ მისი პირობები შესრულდება>>

კორიგანმა ნობელის პრემია ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის მოგვარებისთვის 1976 წელს მიიღო. მან ბეტი უილიამსთან ერთად დააარსა ორგანიზაცია „მშვიდობიანი ადამიანების თანამეგობრობა“, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტისთვის იბრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0