თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. უკრაინაში, ოდესის აეროპორტში ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს, რომელიც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა, იუწყება უკრაინული პორტალი Dетектив INFO.
39 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ოდესაში ბელარუსიდან ჩაფრინდა. მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, რის გამოც მესაზღვრეებმა მისი უკან დაბრუნება სცადეს და ის ოდესა-მინსკის თვითმფრინავში ჩასვეს. თუმცა მინდია გორაძე თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა და ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. ჯერჯერობით ის ოდესის აეროპორტში რჩება და მინსკში დეპორტაციის შემთხვევაში ვენების გადაჭრით იმუქრება.
საერთაშორისო ძებნილი ლავასოღლი, რომელსაც საქართველოში ორჯერ - 10 და 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, ბელარუსში თურქეთიდან 2020 წლის ივნისში ჩავიდა. თურქეთის საპატიმროდან ის 21 ივნისს გაათავისუფლეს.
2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ, ერთი პირობით, წერს Daily Mail–ი ქალის Facebook–ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუკი ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.
ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა, თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.
როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.
„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, —წერს კრისტენ ბონავიტა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორ კარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს, ასეთი წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.
აღნიშნულის შესახებ წერს CNN-ი.
Bigfoot may be a considered a myth — but that's not stopping one Oklahoma lawmaker from proposing open season on the creature https://t.co/yAqvi4OMuH
— CNN (@CNN) January 26, 2021
ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.
კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს 25 ათასი დოლარი გადაეცემა ჯილდოდ.
როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობა არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.
მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.