Brexit

Brexit-ით უკმაყოფილო: ბრიტანეთის პრემიერის მამა საფრანგეთის მოქალაქეობას ითხოვს

144
(განახლებულია 10:09 02.01.2021)
ბრიტანეთის პრემიერის მამამ, რომელიც ევროპარლამენტის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო, რეფერენდუმზე Brexit-ის წინააღმდეგ მისცა ხმა

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, ბორის ჯონსონის  მამა სტენლი ჯონსონი საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, რათა Brexit–ის შემდეგ ისევ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩეს, იუწყება Daily Mail-ი.

​აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი უფროსი ჯონსონისთვის უცხო ქვეყანა არ არის, ვინაიდან მისი დედა საფრანგეთშია დაბადებული.

„თუ სწორად მესმის, ფრანგი ვარ. დედაჩემი საფრანგეთში დაიბადა, მისი დედაც ფრანგი იყო და ბაბუაც. ასე რომ, ეს ჩემთვის იმის დაბრუნებას ნიშნავს, რაც უკვე მაქვს. და ეს ძალიან მახარებს“, — განაცხადა სტენლი ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის მამა აცხადებს, რომ ის სამუდამოდ დარჩება ევროპელად და ხაზს უსვამს, რომ კავშირის შენარჩუნებას ევროკავშირთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სტენლი ჯონსონი, რომელიც ახლა 80 წლისაა, ევროპარლამენტის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო და ევროკომისიაშიც მუშაობდა. 2016 წლის რეფერენდუმზე მან ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო გარიგებაზე, რომელიც Brexit-ის შემდეგ ორი მხარის ურთიერთობებს არეგულირებს. ქვეყანა ევროკავშირიდან საბოლოოდ გავიდა 2020 წლის 31 დეკემბერს.

144
თემები:
მსოფლიო დღეს (2472)
ჯო ბაიდენი

„პუტინს შეხვედრა ზაფხულში შევთავაზე: ბაიდენმა კომენტარი გააკეთა

31
ბაიდენის მიერ პუტინისთვის პირადი შეხვედრის შეთავაზების ფონზე, ფაშინგტონმა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აშშ–ი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას სამიტის ევროპაში ჩატარება შესთავაზა მიმდინარე ზაფხულს.

ამის შესახებ ბაიდენმა თავად განაცხადა თეთრ სახლში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის თაობაზე საუბრისას.

„პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას აღვნიშნეს, რომ პირად, პირდაპირი კონტაქტები ჩვენ შორის ძალიან მნიშვნელოვანია უფრო ეფექტური ურთიერთობებისთვის. ის დაეთანხმა ამ მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით მე პირადი შეხვედრა შევთავაზე მას ამ ზაფხულს ევროპაში სამიტის ფარგლებში, რათა ის საკითხები განვიხილოთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები აწყდებიან“, — განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გუნდები უკვე განიხილავენ ამგვარ შესაძლებლობას.

გარდა ამისა, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „ამ სამიტზე აშშ და რუსეთი შეძლებენ წამოიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე, რათა შეიარაღებაზე კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესაძლებელი იყოს“.

„ჩვენ შევძლებთ გადავჭრათ უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევები, რომლებიც რუსეთისა და აშშ–სგან ერთად მუშაობას მოითხოვს, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხეების, პანდემიისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით“, — თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულენას ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ, რომლის ძალითაც შეერთებული შტატები უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს, პირდაპირ შეიძინონ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა თუ ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მიერ გამოშვებული ობლიგაციები.

გარდა ამისა, აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის 16 ორგანიზაციასა და ასევე 16 პირს , რომლებიც კავშირში არიან აშშ–ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან, და ყირიმთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, ყირიმის მთავრობის წევრებს.  ამასთან აშშ–ის ხელისუფლებამ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვაშინგტონის სანქციები ხელს არ უწყობს პუტინისა და ბაიდენის შეხვედრს ჩატარებას.

31
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ევროკავშირის დროშა

შეთანხმება მიღწეულია: ევროკავშირი COVID-პასპორტებს ზაფხულში აამოქმედებს

183
(განახლებულია 10:37 15.04.2021)
კოვიდ-პასპორტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ ზაფხულისთვის ტურისტული COVID–პასპორტების შემოღების თაობაზე, დეტალებს კანონმდებლები მაისში განიხილავენ, იუწყება  Reuters–ი დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნული დოკუმენტი ვაქცინირებულებს, COVID-19–ისგან განკურნებულებსა თუ დაავადებაზე უარყოფითი ტესტის მქონეებს ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას გაუმარტივებს.

როგორც აღინიშნება, ევროპარლამენტმა, რომელიც ასევე უნდა დაეთანხმოს გადაწყვეტილებას, რათა ის ძალაში შევიდეს, თავისი პოზიცია აპრილის ბოლოსთვის უნდა შეათანხმოს.

როგორც მოსალოდნელია, კანონმდებლების, ქვეყნების წარმომადგენლებისა და ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მაისში დაიწყება.

ამასთან, როგორც Reuters–ი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დოკუმენტის გაცემისას ვალდებული იქნებიან, გაითვალისწინონ მხოლოდ  ევროკავშირის მიერ მოწონებული ვაქცინებით აცრა, თუმცა ზოგ ქვეყანას შეუძლია სერტიფიკატები რუსული „სპუტნიკ V–ითა“ თუ ჩინური Sinovac–ით აცრების შემთხვევაშიც გასცეს, რომლებიც მათ ტერიტორიებზეა დაშვებული.

183
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აქცია

გაითვალისწინეთ საფრთხეები: NGO-ები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

0
(განახლებულია 12:48 16.04.2021)
მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა, აღნიშნულია განცხადებაში

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას, ინვესტორებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და ყველა ღონეს იხმარონ სიტუაციის განსამუხტად.

განცხადებაში, რომელსაც 32 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს.

„ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ კი არ უნდა იქნას მიღებული, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, როგორ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის განხილვის პერიოდში უნდა  გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. 

„შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები. გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka–ს გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა გადაიხედება>>>

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების უკმაყოფილების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება.

გუშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა – მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

 

0