სანთელი

გარდაიცვალა მარკ იდენი სერიალების „დოქტორი ვინ“ და „კორონაციის ქუჩა“ გმირი

108
(განახლებულია 21:07 01.01.2021)
მსახიობს, რომელმაც კინოში 50 წელი იმუშავა, ბოლო წლებში ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ნოემბრიდან მოყოლებული ის საავადმყოფოში იწვა

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მარკ იდენი 92 წლისა გარდაიცვალა. ის მაყურებელს დაამახსოვრდა სერიალებიდან „დოქტორი ვი“ და „კორონაციის ქუჩა“.

Британский актер Марк Иден
მსახიობი მარკ იდენი

„მწუხარებით ვაცხადებთ მსახიობ მარკ იდენის გარდაცვალების შესახებ. ის საავადმყოფოში 2021 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა. მარკი ალცჰაიმერით იყო დაავადებული გარკვეული დროის განმავლობაში და ნოემბრიდან საავადმყოფოში იწვა“, – განაცხადა მსახიობის აგენტმა.

გარდაიცვალა ჟოფრეის როლის შემსრულებელი მსახიობი რობერ ოსეინი>>

იდენი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა როლით ტელეარხ ITV–ის სერიალში „კორონაციის ქუჩა“. მან ასევე შეასრულა მოგზაურ მარკო პოლოს როლი სერიალში „დოქტორი ვინ“ (1964 წელი). კინოსა და ტელევიზიაში 50 წლიანი კარიერის განმავლობაში მან ასევე ითამაშა ფილმებში „დოქტორი ჟივაგო“ (1965) და სერიალის „აგატა კრისტის პუარო“ ეპიზოდში.

108
დონალდ ტრამპი

„პატრიოტული პარტია“: ტრამპი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

26
(განახლებულია 14:53 20.01.2021)
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას აპირებს, რასაც რესპუბლიკელები, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გაუწევენ

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს იწურება, ბოლო დროს თავის მომხრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა განიხილა, იუწყება The Wall Street Journal-ი.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპს ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის  „პატრიოტული პარტიის“ დარქმევა სურს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს თანაპარტიელებთან უთანხმოება აქვს მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, აშშ-ს სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დონალდ ტრამპს ახალი პარტიის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებსა და დროს უკავშირდება. WSJ-ის ცნობით, პრეზიდენტს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა ნაწილი არ იყო ჩართული რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში მანამ, სანამ ის ქვეყნის სათავეში არ მოვიდა 2016 წელს.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ მესამე პარტიის შეექმნის ნებისმიერი მცდელობა დიდი ალბათობით გადააწყდება რესპუბლიკელთა მხრიდან წინააღმდეგობას.

26
თემები:
საერთაშორისო პანორამა
Forbes-ის ლოგოტიპი

ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

48
(განახლებულია 12:56 20.01.2021)
ექსპერტებმა გამოანგარიშეს, რა თანხა გაიღეს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა. გამოცემამ დაითვალა, რა თანხა დახარჯეს მათ ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემოწირულობის თანხები 2020 წლის მდგომარეობით გამოითვალეს, კაპიტალი კი — 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით.

გამოცემის თანახმად, ყველაზე გულუხვი მედიამაგნატი უორენ ბაფეტი გამოდგა, რომელმაც ქველმოქმედებაზე 42,8 მილიარდი დოლარი გაიღო. ბაფეტის ქონება 88,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ფინანსებს ძირითადად ჯანდაცვისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფს. 2010 წელში ბაფეტმა წამოიწყო პროგრამა The Giving Pledge და მოუწოდა ამერიკელ მილიარდერებს, თავიანთი ქონების ნახევარი მაინც შეეტანათ საქველმოქმედო ორგანიზაციებში. თავადაც ბაფეტი ქონების 99%-ის გაღებას აპირებს.

რეიტინგში მეორე ადგილზე განთავსდნენ ბილ და მელინდა გეითსები. მათი ქონება 120.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გეითსების შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 29.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს წყვილმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1.75 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილი ჯორჯ სოროსმა დაიკავა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში 16,6 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის. ამჟამად მისი ქონება 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 120 ქვეყანაში მოქმედებს და ფოკუსირებულია დემოკრატიასა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვაზე. მხოლოდ 2020 წელს ამ მიმართულებით მან 140 მილიონი დოლარი გამოყო, 1,2 მილიარდი დოლარი კი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად გადარიცხა. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან, ჯორჯ სოროსმა 37 მილიონი დოლარი გაიღო შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტების სამედიცინო მომსახურებისთვის.

მეოთხე ადგილზე მოხვდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებასაც ჟურნალი 54,9 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი შემოწირულობების საერთო ოდენობამ 11,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გულუხვი ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალში მოხვდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტიც, რომელმაც ქველმოქმედებაზე 5,83 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ამ მაჩვენებლით ის რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე განთვასდა.

რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს 2,7 მილიარდი დოლარის შემოწირულობით.

48
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ნინი გოგიჩაიშვილი

„მიყვარხარ...“ - ასე აღნიშნეს ნინი გოგიჩაიშვილმა და მისმა შეყვარებულმა ერთად ყოფნის იუბილე

0
(განახლებულია 14:01 20.01.2021)
ნინი გოგიჩაიშვილი სიყვარულის ნაპერწკლებს აფრქვევს. ნინიმ შეყვარებულის ნაჩუქარი თაიგული გაასაჯაროვა.

ამ უმშვენიერესი მოდელის გარშემო მითქმა-მოთქმა არ ნელდება. გოგიჩაიშვილების ოჯახის უმცროსი წევრი შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს მეორე ნახევარი სულ უფრო და უფრო ხშირად ანებივრებს, ის საყვარელი მამაკაცის გამოჩენას არ ჩქარობს.

ჯერ კიდევ თვეების წინ ნინი, მისი ტელეწამყვანი და მხატვარი და ნანუკა და ნანუკას მეუღლე დასასვენებლად საზღვარგარეთ იყვნენ. ნინი იქ რჩეულ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას კამერების წინაშე პოზირება არ ხიბლავს.

ნინი გოგიჩაიშვილი საყვარელი მამაკაცის მიერ ნაჩუქარ თაიგულებს ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მოდელმა „ინსტაგრაის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ვარდების თაიგულზე რიცხვი „19“-ია გამოკვეთილი. სავარაუდოდ, სწორედ 19 იანვარს გაიცო წყვილმა ერთმანეთი და მათ ურთიერთობის იუბილე აქვთ.

ასე მალავდა შეყვარებულს ნინის უფროსი დაც ნანუკა გოგიჩაიშვილი მანამ, სანამ სოციალურ ქსელში „ზარაფხანის“ მფლობელისა და მოდელის ერთობლივი სურათები აქტიურად არ გავრცელდა. ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა სწორედ საკუთარ თავზე ინტენსიური მუშაობაა.

ნინი გოგიჩაიშვილი ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თავდაპირველად ტელეწამყვანის ამპლუაში GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება.

ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 79 ათასზე მეტი „ფოლოუერი“ ჰყავს. ვარსკვლავმა თვითიზოლაციის პირობებში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. გარდა იმისა, რომ გატაცებულია სამოდელო სფეროთი, „დიჯეინგით“, ახლა მისი ჰობი კულინარიაა. ახალმა გატაცებამ ნინი გოგიჩაიშვილი კულინარიული მეგაშოუ „მასტერშეფის“ გამოწვევის წინაშე დააყენა, რასაც მოდელი გართულებების გარეშე გაუმკლავდა და საწყის ეტაპზე წინსაფარიც დაიმსახურა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება