იდუმალი მონოლითი რუმინეთში

ქალაქ სოლსბერისთან მორიგი იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს

115
(განახლებულია 19:40 01.01.2021)
მონოლითზე საახალწლო მილოვაა წარწერილი. უფრო ადრე მონოლითები ასევე აღმოაჩინეს გერმანიაში, ნიდერლანდებში, აშშ–ში, რუმინეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბოლივიაში.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის გარეუბანში ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აღმოჩენილის მსგავსი იდუმალი მონოლითი გამოჩნდა, იუწყება РИА Новости ტელეარხ ITV News–ზე დაყრდნობით.

უდაბნოში ნაპოვნი „უცხოპლანეტური“ მონოლითი სადღაც გაუჩინარდა: ვიდეო>>

დაახლოებით 2,4 მეტრი სიმაღლის მონოლითი უილტშირის საგრაფოში დილით შენიშნეს. სამმხრივ კონსტრუქციას სარკისებრი ზედაპირი აქვს. ერთ–ერთ მოჭირხლულ მხარეს მოლოლითს აწერია „გილოცავთ ახალ წელს!“

საიდან გაჩნდა მონოლითი სოლსბერიში და ვინ დატოვა ის იქ, ჯერჯერობით უცნობია.

უფრო ადრე რამდენიმე მბრწყინავი მონოლითი აღმოაჩინეს გერმანიაში, ნიდერლანდებში, აშშ–ში, რუნიმეთში, დიდ ბრიტანეთსა და ბოლივიაში. კიდევ ერთი მონოლითი ეპანეთშიც იპოვეს, მაგრამ ის უკვე წაიქცა.

ასევე საინტერესოა, რომ მბრწყინავი ლითონისგან დამზადებული იდუმალი მონოლითი იუტის (აშშ) უდაბნოში, რომელიც ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, რამდენიმე დღეში უკვალოდ გაქრა.

115
დაკეტილი კაფეები ავსტრიაში

ყველაფერი დაკეტილია: ავსტრიაში მკაცრი ლოკდაუნი სამი კვირით გააგრძელეს

106
მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 26 დეკემბერს დაიწყო. დღემდე ვარაუდობდნენ, რომ ის 24 იანვარს დასრულდებოდა

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ავსტრიაში კორონავირუსის გამო მკაცრი ლოკდაუნი 7 თებერვლამდე გაგრძელდება, ასეთი განცხადებით რესპუბლიკის კანცლერი სებასტიან კურცი გამოვიდა.

„ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ 7-დღიანი ავადობა უნდა შემცირდეს 50-მდე, იდეალურ შემთხვევაში - 25-მდე, სანამ გახსნას შევძლებთ“, - აღნიშნა კურცმა.

მან განმარტა, რომ ავსტრიისთვის ეს დაახლოებით ინფიცირების 700 ახალ შემთხვევას ნიშნავს, და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ამ რიცხვის მიღწევა დადგენილ ვადებში საერთო შესაძლებელია.

ქვეყანაში მკაცრი კარანტინი 26 დეკემბერს დაიწყო, ვარაუდობდნენ, რომ ის 24 იანვარს დასრულდებოდა. უკვე სამი კვირაა ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს: ღიაა მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, ასევე მომსახურებათა ის სფეროები, სადაც კლიენტთან ახლო კონტაქტი არ იგულისხმება. 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება სახლის დატოვება საპატიო მიზეზის გარეშე, რაშიც სხვა ყველაფერთან ერთად, გასეირნება მოიაზრება.

მოსახლეობა ასეთი შეზღუდვების გამო ძალიან დაიღალა: შაბათს ავსტრიაში შემზღუდავი ზომების მოწინააღმდეგეთა რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა, ყველაზე დიდი აქცია ვენაში შეიკრიბა: ქალაქის პოლიციის მონაცემებით, საერთო ჯამში დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში 27 დეკემბერს დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ის სამ ეტაპად ჩატარდება.

106
შტორმი შავ ზღვაზე

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა: ეკიპაჟის გადასარჩენად ოპერაცია მიმდინარეობს

299
მიმდინარეობს ოპერაცია რუსული გემის Арвин ეკიპაჟის 13 წევრის გადასარჩენად. ინციდენტი ინკუმუს რაიონში მოხდა

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროზე სატვირთო გემი „არვინი“ ჩაიძირა, იუწყება ბართინის პროვინციის გუბერნატორი სინან გიუნერი.

მისი მონაცემებით, იწყება ოპერაცია ეკიპაჟის 13 წევრის გადასარჩენად.

გუბერნატორის განცხადებით, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, მაშველებს უბედურების ზონამდე მიღწევა უჭირთ.

„ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ მომენტისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის 5 წევრი, სამაშველო კატარღაზე ამოყვანილია ორი ცხედარი, ექვსის ძებნა გრძელდება“, - ციტირებს გიუნერს სააგენტო Anadolu.

ამასთან, ანკარაში რუსეთის საელჩოს მონაცემებით, შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულები არ არიან.

შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემი „არვინი“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა, ამას გემების მონიტორინგის სისტემების - Vesselfinder და Marinetraffic-ის მონაცემები მოწმობს.

299
რიალის სასახლე, მადრიდი

დავით ზალკალიანი ესპანეთში გაემგზავრა: ვის შეხვდება მინისტრი

0
(განახლებულია 10:22 18.01.2021)
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

 „საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი–სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

 ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს – UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.





 

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა