ჯანმო

ჯანმომ კორონავირუსის კიდევ ერთი ვაქცინა მოიწონა

88
(განახლებულია 18:31 01.01.2021)
COVID-19–ის ვაქცინა mRNA პირველ რიგში ღარიბი ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი. მას იუნისეფი და ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიაცია გაანაწილებს

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციამ (ჯანმო) კიდევ ერთი ვაქცინა – mRNA მოიწონა და ჩართო თავის სარეკომენდაციო სიაში, იუწყება РИА Новости.

 „ჯანმომ Pfizer/BioNTech–ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა mRNA ჩართო საგანგებო გამოყენების სიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ ვაქცინის ჩამონათვალში ჩართვა საგანგებო მოხმარებისთვის „იუნისეფსა“ და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიაციას საშუალებას მისცემს, შეიძინოს პრეპარატი ღარიბ ქვეყნებში გასავრცელებლად.

88
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V“ არგენტინის ლიდერი აიცრა

რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V“ არგენტინის ლიდერი აიცრა

16
არგენტინის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოყენების ნებართვა 2020 წლის დეკემბერში გასცა

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს პირველი კომპონენტის ინიექცია გაუკეთეს, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„დღეს ავიცერი ვაქცინით „სპუტნიკ V“. მადლობა გამალეის ინსტიტუტსსამეცნიერული საქმიანობისთვის, მათ, ვინც მუშაობდა მასზე და ჩვენი ქვეყნის ყველა მედმუშაკს მათი თავდადებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფერნანდესმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს და მოქალაქეებს მოუწოდა, მის მაგალითს მიბაძონ.

არგენტინის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს გამოყენების ნებართვა 2020 წლის დეკემბერის ბოლოს გასცა. პირველი დოზებით აცრეს 18-დან 59 წლამდე მედიკოსები და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები. გუშინ არგენტინის მარეგულირებელმა დაუშვა რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა აცრა.

ამ დროისთვის ვაქცინა „სპუტნიკ V" დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული და დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

16
დოლარები

ჯეკპოტი Powerball-ში: აშშ-ში უცნობმა იღბლიანმა 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო

67
ყველაზე დიდი მოგება Powerball-ში იყო თანხა 1,58 მილიარდი დოლარი: ის 2016 წელს სამმა ადამიანმა გაინაწილა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. აშშ-ში Powerball-ის ლატარია გათამაშდა - უცნობი იღბლიანი 731 მილიონ დოლარს მიიღებს, იუწყება ტელეარხი Fox2.

ტელეარხის ინფორმაციით, მომგებიანი ბილეთი მერილენდის შტატში გაიყიდა, ხოლო გათამაშება ოთხშაბათს, 20 იანვარს გაიმართა.

ეს ჯეკპოტი აშშ-ის ისტორიაში სიდიდით მეხუთეა, ის გათამაშდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ვერავინ ვერ ამოიცნო რიცხვების სწორი კომბინაცია სხვა პოპულარულ ლატარიაში - Mega Millions-ში. მასში მაქსიმალური თანხა, რომლის მოგებაც შესაძლებელია, 970 მილიონამდე გაიზარდა.

Powerball-ში ყველაზე დიდი მოგება იყო 1,58 მილიარდი დოლარი: ეს თანხა 2016 წელს სამმა ადამიანმა გაინაწილა.

ლატარიის წესების მიხედვით, მოგების მიღების ორი ვარიანტი არსებობს: მას 30 წლის განმავლობაში უხდიან მოგებულს (სრული თანხა) ან ერთჯერადად უხდიან (ამ შემთხვევაში თანხა ნაკლები იქნება). თუ ოთხშაბათს გათამაშებული ჯეკპოტის მფლობელი მეორე ვარიანტს აირჩევს, მას 546 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს გადაუხდიან.

67
ეპიდემია საქართველოში

შეზღუდვები, რომელიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი

0
(განახლებულია 16:25 22.01.2021)
28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ეპიდვითარების დასტაბილურებაზე პირდაპირი გავლენა იქონია, მაგრამ ეპიდემილოგების განცხადებით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება  დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ასეთია:

1 თებერვლიდან:

– აღდგება რეგულარული ავიარეისები

– საქართველოს ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლებში სასწავლო პროცესი

– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი

– აჭარაში საქმიანობას განაახლებს ღია ტიპის კვების ობიექტები

– ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში ე.წ. კარანტინი უქმე დღეებში იმოქმედებს, როდესაც შაბათ–კვირას არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ იმუშავებს მაღაზიები, რესტორნები და კაფე–ბარები

15 თებერვლიდან:

- ყველა ქალაქში  გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები 

შეზღუდვები, რომელიც ნარჩუნდება:

– ძალაში რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა

– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება

– არ იხსნება ზამთრის კურორტები

– 21:00 საათიდან  05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა

–  სავალდებულოა პირბადის ტარება

–  იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა

– აკრძალულია სპორტდარბაზებისა და აუზების მუშაობა

1 მარტიდან

- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება

–  ქვეყნის მასშტაბით საქმიანობას განაახლებენ  სკოლები და საბავშვო ბაღები

-  პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

– აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

– მუშაობას განაახლებენ ზამთრის კურორტები

– გაუქმდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნულ გეგმაში ცვლილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდება

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები