COVID 19 თურქეთში

თურქეთი რეჟიმს ამკაცრებს: ახალი წლის ღამეს კომენდანტის საათი უცხოელებსაც შეეხება

53
(განახლებულია 15:51 30.12.2020)
ახალი წლის პირველი დღეებისთვის მანამდე გამოცხადებული 24 საათიანი კომენდანტის საათი არ ვრცელდებოდა უცხოელ ტურისტებზე

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი წლის ღამით ყველა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის, სტამბულშიც, ზეიმი აკრძალა, ნათქვამია ქვეყნის ყველა პროვინციისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში.

ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს კონკრეტული აკრძალვა ვრცელდება უცხოელ ტურისტებზეც.

„პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 1 იანვრის 10:00 საათამდე ცენტრალურ მოედნებზე, ბულვარებსა და ქუჩებში იკრძალება საახალწლო ზეიმები — როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. სტამბულში ასეთია ისთიქლიალის ქუჩა და სულთან აჰმეთის მოედანი, ანკარაში — ყიზილაის მოედანი, იზმირში — გიუნდოდგუს მოედანი“, — ნათქვამია შსს–ს ცირკულარში.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა ქვეყანაში 24 საათიანი კომენდანტის საათი დააწესა ახალი წლის პირველ დღეებში: 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 4 იანვრის 05:00 საათამდე. თუმცა, როგორც კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ნური ერსოი აცხადებს, კომენდანტის საათი არ ვრცელდება უცხოელ ტურისტებზე - გარდა კონკრეტულად ახალი წლის ღამისა.

53
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა - ვიდეო

14
(განახლებულია 14:30 18.01.2021)
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული და რუსული მედია ავრცელებს

მათივე ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი გადარჩენილია, ორი კი, დაღუპული იპოვეს. ეკიპაჟის 15-კაციანი შემადგენლობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.

სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა უშლის ხელს.

14
რუსული ვაქცინა Sputnik V

„დასავლეთის უმეცრება“: ევროპაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაიცვეს

18
(განახლებულია 20:49 18.01.2021)
ჟურნალისტის აზრით, დასავლეთი წლების განმავლობაში უარყოფდა რუსულ სამეცნიერო მიღწევებს, რაც არის კიდეც მიზეზი რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვებისა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთმა შექმნა პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დათრგუნვა შეუძლია, ნათქვამია ფრანგული „ლე მონდის“ ესპანურენოვანი გამოცემის Monde diplomatique სტატიაში.

სტატიის ავტორის ფედერიკო კუსკოს აზრით, დასავლეთის სკეპტიკური რეაქცია ვაქცინა Sputnik V-ს შექმნაზე იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთში რუსული მეცნიერების მიმართ ერთგვარი უმეცრება არსებობს.

„ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური განხვავებებით აღძრული ეს უმეცრება ეჭვით ხვდება რუსეთის ინიციატივებს“, — აღნიშნავს ჟურნალისტი.

კუსკო ხაზს უსვამს, რომ პრეპარატის შექმნა რუსეთის სამეცნიერო აღმოჩენების მთელი ისტორიული ჯაჭვის შედეგია. მაგრამ, მისი აზრით, დასავლელი „მთხრობელები“ წლების განმავლობაში უარყოფდნენ რუსეთის მეცნიერულ მიღწევებს და ახლა გაკვირვებული არიან ვაქცინის შექმნით.

  • „ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიც არიან აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები, სადაც ფარმაცევტული ლაბორატორიები თავიანთ წამლებს ასტრონომიულ ფასად ახვევენ თავს საზოგადოებას, რუსეთი ფულისთვის არ იღწვის“, — მიაჩნია კუსკოს.

ჟურნალისტის აზრით, 50 წლის შემდეგ „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ახლა აქტიურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აღარავის გაახსენდება. 

 

18
თემები:
რუსეთი დღეს
ლევან გორგაძე

ქართველმა სუმოისტმა ჰაცუ ბაშოზე გაიმარჯვა

0
ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე კომუსუბი ტაკაიასუ იქნება, პირადი შეხვედრების ანგარიში იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ არის 13:9

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იანვრის ჰაცუ ბაშოს ტურნირზე ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას წოდებას ატარებს, აღმოსავლეთის მაეგაშირა მეისეის სძლია. ქართველმა მას აგრესიული სტილი დაუპირისპირა და საბოლოოდ, უვატედაშინაგეს ეფექტური ილეთით დაამარცხა.

ლევან გორგაძეს ცხრა საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი გამარჯვება და ექვსი მარცხი აქვს. დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ქართველს ურთულესი მისია აქვს შესასრულებელი, მას დარჩენილ ექვს ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე კომუსუბი ტაკაიასუ იქნება. პირადი შეხვედრების ანგარიშია 13:9 იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ.

მიმდინარე ტურნირის ლიდერი დასავლეთის პირველი მეაგაშირა დაიეისიოა. იაპონელს რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.

0