მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაიკ პენსმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიმაიკ პენსი
მაიკ პენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს კონგრესის ზედა და ქვედა პალატების ერთობლის სხდომას, რომელმაც 6 იანვარს ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები უფიციალურად უნდა დაამტკიცოს

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის მოქმედი ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი არ დაეთანხმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის საკითხს, რომლის შედეგადაც გამარჯვება დემოკრატ ჯო ბაიდენს ხვდა წილად, წერს გაზეთი The Hill–ი სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ლუი გომერტისა (ტეხასის შტატი) და ასევე არიზონის ამომრჩეველთა კოლეგიის 11 წევრის ადვოკატები აცხადებენ, რომ პენსმა უარი უთხრა მათ შეთავაზებაზე, შეუერთდეს არჩევნების შედეგების გადახედვის მცდელობას.

პენტაგონი - Sputnik საქართველო
თუ ტრამპი სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებს: პენტაგონში სცენარებს განიხილავენ

გომერტმა და არიზონელმა ამომრჩევლებმა ორშაბათს სარჩელი შეიტანეს სასამართლოში პენსის წინააღმდეგ იმის დასადასტურებლად, რომ ვიცე–პრეზიდენტს აქვს გამონაკლისი უფლება, განსაზღვროს, რომელ ამომრჩევლებს გაითვალისწინებს კონგრესი არჩევნების შედეგების დამტკიცებისას.

გამოცემის ცნობით, მოსარჩელეები სასამართლოსგან ითხოვენ, მიენიჭოს მაიკ პენსს  6 იანვარს უფლებამოსილება, გააუქმოს მერყევი შტატების შედეგები (როგორიც არიზონაა) და აიძულოს კონგრესი, გაითვალისწინოს მხოლოდ ის ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა დონალდ ტრამპს მისცეს და არა ჯო ბაიდენს.

სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მოსარჩელეები სარჩელის შეტანის წინ პენსს დაუკავშირდნენ, მაგრამ მასთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თავად ვიცე–პრეზიდენტს ამ სიტუაციაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ რესპუბლიკელი მაიკ პენსი იქნება კონგრესის ქვედა და ზედა პალატების ერთობლივი სხდომის თავმჯდომარე 6 იანვარს, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრის შედეგები ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. აშშ–ის კონსტიტუციის თანახმად, ვიცე–პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0