პიერ კარდენი

გარდაიცვალა პიერ კარდენი

63
(განახლებულია 20:52 29.12.2020)
ლეგენდარული ფრანგი მოდელიერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთში ცნობილი მოდელიერი პიერ კარდენი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ ოჯახზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 98 წლის მოდელიერი პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

63
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
სოციალური ქსელები

Facebook-მა სიტყვა გატეხა: ტრამპის გვერდები განბლოკილია

20
(განახლებულია 18:05 16.01.2021)
მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ მოქმედ პრეზიდენტს თავის სოციალურ ქსელებთან წვდომა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვამდე არ ექნება

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქაუნტები სოციალურ ქსელ Facebook-სა და Instagram-ზე აღდგენილია.

Facebook-ის აკაუნტიდან წაშლილია ყველა ბოლო პოსტი, რადგან ისინი, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის თვალსაზრისით, საპროტესტო აქციების წამომწყებებისადმი ტრამპის სიმპათიებს გამოხატავენ.

მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ ტრამპს თავის სოციალურ ქსელებთან წვდომა პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვამდე არ ექნება. მარკ ცუკერბერგის თქმით, არსებობს დიდი რისკები იმისა, რომ ტრამპი თავის პროფილებს სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებისადმი მიმართვისთვის გამოიყენებს.

6 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიტინგის შემდეგ კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელები კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს. პროტესტების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ამ მოვლენების დროს კიდევ სამი პირი დაიღუპა, თუმცა ეს არეულობებს არ უკავშირდება.  ამის შემდეგ ტრამპი სოციალურ ქსელებში დაბლოკეს. მისი გვერდი Twitter-ში კვლავ დაბლოკილია.

20
გრაფიტი კედელზე COVID-19-ის თემაზე

პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში

31
(განახლებულია 16:53 16.01.2021)
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის პანდემიის განვითარების ორი მოდელი შეიმუშავეს და პროგნოზები გამოაქვეყნეს

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა, რომელშიც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის, სახალხო არმიისა და მთელი რიგი სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სწავლულებისგან შედგებოდა, პროფესორ სიუი ცზიანგოს ხელმძღვანელობით, 2021 წელს კორონავირუსული პანდემიის განვითარების მოდელი შეიმუშავეს, წერს South China Morning Post-ი. 

ერთი ვარიანტის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში 170 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება უახლოეს ორ თვეში. ამასთან, როგორც პროფესორი ცზიანგო აღნიშნავს, საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედი აშშ-ზე მოვა.

გარდა ამისა, მოდელირების ამ ვარიანტით გამოითვალა სავარაუდო მსხვერპლის რაოდენობაც.

„მარტის დასაწყისისთვის COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება ხუთ მილიონს მიაღწიოს“, - ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს, მისი რეალიზაციისთის მეცნიერებს სოციალური დისტანცირება და პირბადეების ტარება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება მიაჩნიათ აუცილებლად. თუმცა, ყველა ამ პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისისთვის მსოფლიოში კიდევ სამასი ათასი ადამიანი გარდაიცვლება COVID-19-სგან.

სწავლულების თქმით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ვირუსი SARS-CoV-2, ისევე როგორც გრიპი, ვითარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმთან ვირუსის ადაპტაციამ შეიძლება დაავადებას სეზონური ხასიათი შესძინოს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მასთან ბრძოლას.

31
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება