Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კატასტროფული გავლენა: ექსპერტებმა ფსიქიკაზე კორონავირუსის გავლენა შეაფასეს

© AP Photo / Michael loccisanoCOVID 19-ის პანდემია
COVID 19-ის პანდემია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის პანდემიამ ფსიქიატრიული სამსახურები უკიდურესად გადატვირთა – ირკვევა, რომ მათთვის ამდენ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, მანამდე არასდროს მიუმართავს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნის და მისი შედეგები ვირუსის დამარცხებიდან მრავალი წლის შემდეგაც იქნება საგრძნობი, აცხადებს ბრიტანეთის ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის პრეზიდენტი ადრიან ჯეიმსი.

„ეს, ალბათ, ყველაზე დიდი დარტყმაა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს მაშინაც არ შეწყდება, რაც ვირუსს კონტროლქვეშ მოაქცევენ და საავადმყოფოებში რამდენიმე პაციენტიღა დარჩება. საჭიროა დაფინანსდეს გრძელვადიანი შედეგები“, — აცხადებს ჯეიმსი.

NHS Digital-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფსიქიატრიული სამსახურებისთვის ამდენ ადამიანს მანამდე არასდროს მიუმართავს. ამასთან ბევრი საავადმყოფო აცხადებს, რომ მათი ფსიქიატრიული განყოფილებები უკიდურესადაა გადატვირთული და მთელი სიმძლავრით მუშაობს.

ჯანმოს ემბლება - Sputnik საქართველო
ჯანმო: კორონავირუსმა მილიონობით ადამიანი დააავადა ფსიქიკურად

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიერ შექმნილი მოდელი პროგნოზირებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად 10 მილიონამდე ბრიტანელს, მათ შორის 1,5 მლნ ბავშვს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ახალი ან დამატებითი დახმარება დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 1.3 მილიონ ადამიანს, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მანამდე არ ჰქონიათ, საშუალო და მძიმე ხარისხის შფოთვებზე, ხოლო 1.8 მილიონს — საშუალო და მძიმე ხარისხის დეპრესიაზე მკურნალობა მოუწევს.

რაც შეეხება შფოთვისა და დეპრესიის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, მათი რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია, რაც სოციალური იზოლაციით, კარანტინით, ჰოსპიტალიზაციით ან ოჯახის წევრების სიკვდილით არის გამოწვეული. სპეციალისტების აზრით, ეს რიცხვები მომავალში კიდევ შეიძლება გაიზარდოს.

კორონავირუსი ფსიქიკურ გართულებებს იწვევს: სამეცნიერო კვლევა>>

ამასთან ჯეიმსი აღნიშნავს, რომ იმ პაციენტთა დაახლოებით მეხუთედს, რომლებსაც გაზაფხულზე ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა განუვითარდა. ადამიანთა ნაწილს მწუხარების რთული რეაქცია გაუჩნდა ვირუსის გამო ახლობლების დაკარგვის შემდეგ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გარდაცვლილებთან დამშვიდობების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ჯეიმსის თქმით, ამ ყველაფერს ემატება დასაქმების, საცხოვრებლისა და მოსალოდნელი ეკონომიკური სირთულეების საკითხებში გაურკვევლობა, რაც ფსიქიკურ ტვირთს მხოლოდ ამძაფრებს.

ყველა ახალი ამბავი
0