პენტაგონი

ბაიდენის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება: პენტაგონი განცხადებას ავრცელებს

53
(განახლებულია 16:20 29.12.2020)
მანამდე ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო წინაღობებს უქმნის მის გარდამავალ გუნდს ხელისუფლების გადაცემის პროცესში.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. განცხადება, თითქოს პენტაგონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს წინააღმდეგობებს უქმნის, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია პენტაგონის საიტზე.

„თავდაცვის სამინისტრომ 164 ინტერვიუ ჩაატარა 400-ზე მეტ თანამშრომელთან და დოკუმენტების 5 ათასზე მეტი ფურცელი გადასცა — იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ამას ბაიდენის გარდამავალი გუნდი მოითხოვდა“, — ნათქვამია უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კრისტოფერ მილერის განცხადებაში პენტაგონის საიტზე.

იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო მომავალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს ხელს უშლის, თავად ჯო ბაიდენმა განაცხადა ორშაბათს.

კრისტოფერ მილერმა უარყო ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადება და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებამ წინა ადმინისტრაციების ძალისხმევებსაც კი გადააჭარბა ინფორმაციების გადაცემის საკითხში. ამასთან, მისი თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელობა კვლავაც მზად არის, უპასუხოს ბაიდენის გუნდის ყველა შეკითხვასა და მოთხოვნას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პორტალი Axios ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონმა ჯო ბაიდენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კრისტოფერ მილერისგან შესაბამისი მითითება მიიღო.

53
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
ლლოიდ ოსტინი

პირველად აშშ-ის ისტორიაში: პენტაგონის შეფი აფროამერიკელი გახდა

14
(განახლებულია 21:19 22.01.2021)
აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, პენტაგონს აფროამერიკელი ჩაუდგა სათავეში და ასევე პირველად - ქალი გახდა ეროვნული დაზვერვის დირექტორი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.

​თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.

ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.

მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში,  მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.

2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

14
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ჯო ბაიდენი

ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან ტრამპის დატოვებული „მნიშვნელოვანი“ ღილაკი გაატანინა

33
(განახლებულია 20:25 22.01.2021)
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალ პრეზიდენტს კიდევ ბევრჯერ და დიდხანს მოუწევს თეთრი სახლის კედლებში „ტრამპიზმის“ შედეგებთან შეჯახება

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ახალმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტობის პირბველსავე დღეს წინამორბედის 17 ბრძანებულება გააუქმა, ასევე მოითხოვა ოვალური კაბინეტიდან მოეშორებინათ ღილაკი, რომლითაც დონალდ ტრამპი სარგებლობდა ხოლმე.

გამოცემა New York Post-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ტომ ნიუტონ დანმა „ტვიტერზე“  პოსტი გამოაქვეყნა, რომლეშიც წერს, რომ საუბარია ღილაკზე, რომლითაც ტრამპი ხშირად იძახებდა თანამშრომელს დიეტური კოკა–კოლის მისატანად.

​რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი — ის, რომ ბაიდენს გაზირებული სასმელი არ უყვარს, თუ ის, რომ სურს თავიდან მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტის მიერ დატოვებული წვრილმანები, უცნობია.

ამასთან აღინიშნება, რომ ახალ პრეზიდენტს კიდევ ბევრჯერ და დიდხანს მოუწევს თეთრი სახლის კედლებში „ტრამპიზმის“ შედეგებთან შეჯახება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა იქ უამრავი რამ შეცვალა.

ასე მაგალითად, ერკვევა რა ინტერიერებში (როგორც ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის მფლობელი), ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე გასცა განკარგულება, დაედგათ იქ ფარჩის ზედაპირიანი დივნები და სავარძლები.

33
თემები:
საერთაშორისო პანორამა