თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დააკვირდება მის ახალ ვარიანტებს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ.
„კორონავირუსის მუტაციები გაგრძელდება, ეს ბუნებრივი პროცესია. თავად ვირუსზე ეს არსებით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ჩვენ ამ ვარიანტების შესწავლა უნდა განვაგრძოთ“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ჯანმო ვირუსის ახალი შტამების დაკვირვებას და მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
თავის მხრივ, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პლანეტას COVID-19-ის ახალ ვარიანტებთან დაპირისპირება მოუწევს. მან ასევე სახელმწიფოებს მოუწოდა, ახალი შტამების შესახებ მონაცემები ჯანმოს და სხვა ქვეყნებს ოპერატიულად გაუზიარონ.
დეკემბრის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად გადამდებია, თუმცა მედიკოსებს ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის უფრო მეტად საშიშია.
გუშინ ქვეყანაში 5,7 და 6,2 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული სულავესის ქალაქ მამუჯუს მახლობლად იყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა.
ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
დანგრეულია 60 შენობა
მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
ეს საწარმოები ამერიკის ახალი შეზღუდვების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ რუსეთიდან გაზით მოამარაგებს ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით. მისი გამტარობა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აშშ-მა არაერთხელ დაუწესა სანქციები პროექტს, რათა მისი რეალიზება ვერ მოხერხებულიყო. რუსეთსა და ევროპაში მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით ამერიკელები ევროკავშირს საკუთარ უფრო ძვირ გაზს შესთავაზებენ.
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური ღონისძიებების მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, ამას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი.
უნივერსიტეტმა შეაფასა 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა.
რეიტინგის მიხედვით, საქართველო იკავებს მე-10 ადგილს და მას საბერძნეთსა და ნიდერლანდებს შორის იყოფს.
რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ზიმბაბვე, ვენესუელა, აზერბაიჯანი, იტალია და ჰონდურასი. ბოლო ადგილზეა მაკაო, ნიკარაგუა, ტანზანია, ტაივანი და ბოლივია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 789-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 229 196 ადამიანი, გარდაიცვალა 2 893 პაციენტი.