თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნის მოსახლეობაში პოპულარობის მხრივ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა კანცლერ ანგელა მერკელს გადაუსწრო, იუწყება გამოცემა Bloomberg საზოგადოებივი აზრის კვლევის ინსტიტუტ Kantar-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
German Health Minister Jens Spahn has taken over from Chancellor Angela Merkel as the nation’s most popular politician, highlighting his potential as a future leader of Europe’s biggest economy https://t.co/nd0WxS9dp2
— Bloomberg (@business) December 27, 2020
გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებმა ხაზი გაუსვა შპანის პოტენციალს, გახდეს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მომავალი ლიდერი.
კვლევის მონაცემებით, რესპონდენტთა 52% თანახმაა, რომ შპანს 2021 წელს გერმანიის „პოლიტიკაში მაქსიმალური გავლენა“ ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ამ მოსაზრებას მოსახლეობის მხოლოდ 28% უჭერდა მხარს.
ამასთან აღინიშნება, რომ იენს შპანი განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში (66%).
„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შპანი წლის გამარჯვებულია. მოქალაქეთა აზრით, ის კარგ პოლიტიკას ატარებს კორონავირუსის პირობებში“, — აცხადებს Kantar-ის ექსპერტი ტორსტენ შნაიდერ–ჰააზე.
რაც შეეხება ანგელა მერკელს, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა გამოკითხვის თანახმად, წელს მეორე პოზიციაზე გადავიდა 51%-ით.
ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ: ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზიოდერი (50%), ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი (47%) და შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი (40%).
აღსანიშნავია, რომ მანამდე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Finencial Times-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი 12 ქალის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის ანგელა მერკელმა მერვე ადგილი დაიკავა.