კორონავირუსის პანდემია ბელგიაში

ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

260
(განახლებულია 14:13 27.12.2020)
ორშაბათს ევროკომისიამ ბაზარზე დაუშვა პირველი ვაქცინა Pfizer/BioNTech, რომელმაც ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) დადებითი შეფასება მიიღო.

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ევროკავშირში ეპიდვითარების გაუარესების გამო გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე კვირას კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება.

ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინაციის დასაწყებად პრეპარატის დამტკიცებას ელოდნენ. ორშაბათს ბაზარზე დაშვების უფლება მოიპოვა პირველმა ვაქცინამ - Pfizer/BioNTech-მა, რომელმაც ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) დადებითი შეფასება მიიღო.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებდა, რომ ეს პრეპარატი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარი პირობებით იქნება ხელმისაწვდომი. Pfizer/BioNTech-თან ხელშეკრულება ითვალისწინებდა 200 მილიონი დოზის შეძენას, შემდგომში კი კიდევ 100 მილიონის. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მთლიანი მოსახლეობა დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს ითვლის.

საწყის ეტაპებზე ვაქცინის დოზების რაოდენობა შეზღუდული იქნება, მანამ სანამ მათი წარმოება არ გაიზრდება, წერდა ევროკომისია.

პრეპარატი კავშირის სახელმწიფოებს შორის ეტაპობრივად გადანაწილდება. ლაიენმა შაბათს განაცხადა, რომ პირველი პარტიები ევროკავშირის ყველა ქვეყანას მიეწოდა.

ევროკომისიის გათვლებით, ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს უნდა დაიწყოს. ამ პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნები თავად იღებენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბევრი სახელმწიფო აცრების დაწყებას უკვე დღეიდან გეგმავდა. მათ შორის არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ბულგარეთი. ირლანდიაში ვაქცინაცია იგეგმება 30 დეკემბრიდან, ბელგიაში - 28 დეკემბრიდან.

260

ძლიერი მიწისძვრის შედეგები ინდონეზიაში - ფოტო

59
  • ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
  • სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
  • სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
  • პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
  • დანგრეულია 60 შენობა
  • მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
  • ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
  • კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
  • ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
  • მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
ინდონეზიის კუნძულ ახალ გვინეიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დამანგრეველი სტიქიის შედეგები

გუშინ ქვეყანაში 5,7 და 6,2 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული სულავესის ქალაქ მამუჯუს მახლობლად იყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. 

59
  • ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
    © AP Photo / Rudy Akdyaksyah

    ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

  • სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
    © AFP / Firdaus

    სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი

  • სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
    © REUTERS / Basarnas Sulbar

    სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა

  • პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი

  • დანგრეულია 60 შენობა
    © AP Photo / Sadly Ashari Said

    დანგრეულია 60 შენობა

  • მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
    © REUTERS / Basarnas Sulbar

    მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები

  • ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
    © AFP / Firdaus

    ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო

  • კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
    © AP Photo / Rudy Akdyaksyah

    კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო

  • ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი

  • მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია
    © REUTERS / Antara Foto/Akbar Tado

    მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია

„ჩრდილოეთის ნაკადი - 2“: აშშ ევროპულ კომპანიებს ახალი სანქციებით ემუქრება

22
აშშ ევროპულ კომპანიებს „ჩრდილოეთი ნაკადი - 2-ის“ გამო სანქციებით ემუქრება. უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტმა უდნა გამოაქვეყნოს იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც, მათი აზრით, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ

ეს საწარმოები ამერიკის ახალი შეზღუდვების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ რუსეთიდან გაზით მოამარაგებს ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით. მისი გამტარობა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აშშ-მა არაერთხელ დაუწესა სანქციები პროექტს, რათა მისი რეალიზება ვერ მოხერხებულიყო. რუსეთსა და ევროპაში მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით ამერიკელები ევროკავშირს საკუთარ უფრო ძვირ გაზს შესთავაზებენ.

22
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 16 იანვარს

0
(განახლებულია 10:10 16.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2987 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 16 იანვარს
ლარის კურსი 16 იანვარს
0