სეისმოგრაფი

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

129
(განახლებულია 10:51 28.12.2020)
წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის ზონაში დაშავებულები არ არიან და ნგრევა არ მომხდარა, შესაძლო ზარალის შეფასება გრძელდება

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ელაზიღში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო.

წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის ზონაში დაშავებულები არ არიან და ნგრევა არ მომხდარა.

შესაძლო ზარალის შეფასება გრძელდება, აცხადებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ.

129
მილგამყვანი ხომალდი „ფორტუნა“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: „ფორტუნამ“ დანიის წყლებში მუშაობა განაახლა

1
(განახლებულია 10:58 25.01.2021)
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მილგამყვანმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ მშენებლობაზე მუშაობა განაახლა, იუწყება პროექტი ოპერატორი Nord Stream 2 AG––ი.

„ხომალდმა „ფორტუნამ“ დაიწყო მუშაობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ზე“. მუშაობა მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად მიმდინარეობს“, — განაცხადეს კომპანიაში.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.

პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“.

აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. მოწინააღმდეგეთა შორის ასევე არიან უკრაინა და ევროპის ქვეყნები. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გაზსადენზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში განახლდა გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით. დანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, პროექტზე მუშაობის განახლება მიმდინარე წლის 15 იანვრიდან გახდა შესაძლებელი. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა 19 იანვარს სანქციები დაუწესა ხომალდ „ფორტუნას“ და მის მფლობელ კომპანიასაც.

 

1
თემები:
საერთაშორისო პანორამა
დონალდ ტრამპი

ექს-პრეზიდენტმა ახალი პარტიის დაარსება გადაიფიქრა

31
(განახლებულია 10:27 25.01.2021)
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის დაარსებას აპირებდა, რაზეც უკვე იმსჯელა კიდეც მომხრეებთან

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა ქვეყანაში მესამე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, რომელიც დემოკრატებსაც გაუწევდა კონკურენციას და რესპუბლიკელებსაც, იუწყება ტელეარხი Fox News–ი.

​მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებთან ახალი პარტიის შექმნის იდეა განიხილა, რომლისთვისაც სახელად „პატრიოტული პარტიის“ წოდებას აპირებდა.

ტრამპის შტაბის მრჩევლის, ჯეისონ მილერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა „ნათლად მიანიშნა“, რომ საკუთარ ძალებს რესპუბლიკელების დახმარებისკენ მიმართავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში 2022 წლის არჩევნებზე.

თავის მხრივ, გაზეთ New York Times–ის კორესპონდენტი მეგი ჰებერმანი საკუთარ Twitter–ზე წერს, რომ ტრამპს იდეა გადააფიქრებინეს.

როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, ახალი პარტიის დაარსებით ტრამპს შეუძლია ზიანი მიაყენოს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის გარკვეულ წევრებთან უთანხმოება ჰქონდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

31
თემები:
საერთაშორისო პანორამა