მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მზრუნველი დედა: ქალი ოთხი წელი უმალავდა შვილს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყო

© AP Photo / Patrick Semanskyდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალს 2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევა „დიდ შეცდომად“ მიაჩნდა და ამიტომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში არწმუნებდა შვილს, რომ ქვეყნის ლიდერი ისევ ობამა იყო.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელი ქალი ოთხი წლის განმავლობაში უმალავდა შვილს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. ამის შესახებ Twitter-ის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომლის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავის აკაუნტზე Facebook-ის დახურული ჯგუფიდან კოპირებული ტექსტი გაავრცელა.

​როგორც ქალი წერს საკუთარ პოსტში, მის ექვსი წლის ბიჭუნას არასდროს სმენია დონალდ ტრამპის სახელი, ვინაიდან თავად ის მთელი ამ ხნის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგები „დიდი შეცდომა“ იყო და მას მალე გამოასწორებდნენ.

შვილისთვის სიმართლის დასამალად ქალმა შეწყვიტა გაზეთების ყიდვა, აღარ რთავდა ტელევიზორს და მკაცრად აკონტროლებდა ახალი ამბების ლენტებს, რომლებიც მის შვილს თვალში ხვდებოდა.

„ჩემს სახლში კვლავ 2008 წელია. ჩემს ექვსი წლის ბიჭუნას ჰგონია, რომ პრეზიდენტი ისევ ობამაა. მან იცის, რომ ახალ პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული, მაგრამ მას წარმოდგენაც არ აქვს ტრამპის არსებობაზე. ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო, თუმცა ვითარება ცოტა გამოვიდა კონტროლიდან“, — დაწერა „მზრუნველმა“ დედამ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს ქალი ამგვარი საქციელისთვის. მათი აზრით, ერთადერთი, რასაც დედამ მიაღწია, ისაა, რომ შვილის ნდობა დაკარგა, ვინაიდან ბიჭი, ადრე თუ გვიან, მაინც შეიტყობს სიმართლეს.   

ზოგი იუზერი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები, რომ 2016 წელს, როდესაც ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, ბიჭუნა მხოლოდ ორი წლის იყო და შეუძლებელია ის ასეთი თემებით ყოფილიყო დაინტერესებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალი შეეცადა, მედიასაშუალებებისთვის მიეყიდა თავისი ისტორია და იკითხა კიდეც, უღირდა თუ არა ამ თემაზე ესეს დაწერა. კომენტატორების უმეტესობამ დედის ასეთი ტყუილით ფულის შოვნა სისულელედ შეაფასა.

 

ყველა ახალი ამბავი
0