დიდი ბრიატნეთი ევროკავშირიდან გავიდა

ბრიტანეთი დათმობებზე წავიდა: ევროკავშირთან სავაჭრო გარიგება შედგა

94
ახლა კი ორი ათასგვერდიანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო გარიგებაზე Brexit-ის შესახებ, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„გარიგება მიღწეულია“ - დაწერა მან თავის Twitter-აკაუნტში.

ახლა კი ორი ათასგვერდიანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობას გააგრძელებენ.

„დროა გადავფურცლოთ გვერდი და მომავალში გავიხედოთ. დიდი ბრიტანეთი რჩება პარტნიორად, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ, ჩვენ მოკავშირეებად ვრჩებით. ჩვენ საერთო ინტერესებს ვიზიარებთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სავაჭრო შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რამდენიმე თვით წინ შეჩერდა: ძირითადი უთანხმოება თევზჭერის რეჟიმის საკითხში გაჩნდა. დიდ ბრიტანეთს თევზჭერის ზოგიერთი ზონის სუვერენიტეტის უფლების შენარჩუნება სურდა, ევროკავშირი კი ამ რაიონებში კავშირის ცალკეული სახელმწიფოების მეთევზეებისთვის სამრეწველო თევზჭერის უფლების შენარჩუნებას მოითხოვდა.

ორივე მხარე ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას გარიგების გარეშე ბოლომდე არ გამორიცხავდა. არსებული პროგნოზებით, მხარეთა მოლაპარაკებებზე წარუმატებლობის შემთხვევაში ბრიტანეთის მშპ 15 წლის შემდეგ 7,6%-ით შემცირდებოდა.

94

ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთის გრან-პრიზე

17
ანრი დელანის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორსტემენბმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 10 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი არის ოქროსი, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

17
საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება

მუტანტი-სოკოს საფრთხე კოვიდ-საავადმყოფოებში: მეცნიერები საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

49
(განახლებულია 16:30 19.01.2021)
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კოვიდ-სტაციონარების რეანიმაციულ განყოფილებებში უკვე გამოვლინდა მუტანტი-სოკოს შემთხვევები და ლეტალური შედეგები

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლამ შესაძლოა მედიკამენტების მიმართ მდგრადი (რეზისტენტული) სოკო Candida auris-ის მასიური აფეთქებები გამოიწვიოს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის, იუწყება მედია მეცნიერებზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, Candida auris–ს სწრაფი შიდასტაციონარული გავრცელების უნარი აქვს და უმეტეს შემთხვევაში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების სიკვდილის მიზეზი ხდება.

როგორ მეცნიერები ირწმუნებიან, სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან ავადმყოფები, რომელთაც სასუნთქ და კვების მილებს და ასევე სხვა სახის კათეტერებს უდგამენ. ასეთი მანიპულაციები ძალიან გახშირდა კორონავირუსის პანდემიის დროს, დაავადებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის გამო.

როგორც კლინიკური მიკოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კლიმკო აცხადებს, ეს მუტანტი–სოკო უკვე გამოვლინდა მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში. ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან Candida auris-ის იდენტიფიცირება ძალზე რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ მსხვილ ცენტრებშია შესაძლებელი.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სტაციონარებში პრეპარატ „ფლუკონაზოლის“ გადაჭარბებული გამოყენების გამო, არსებობს ალბათობა, რომ პრეპარატების მიართ მდგრადობა გაიზრდება Candida–ს გვარის სხვა სოკოებშიც.

„ექიმებს უყვართ ამ პრეპარატის დანიშვნა. მაგრამ უკვე ახლა ამ საშუალების მიმართ რეზისტენტობა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დაახლოებით 30 პროცენტია. მომავალში კი წამლების მიმართ მდგრადი სოკოვანი ინფექციების რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს“, — განმარტავს კლიმკო.

კორონავირუსულ სტაციონარებში საშიში სოკოვანი ინფექციის ფეთქების თაობაზე ამ დროისათვის უკვე იუწყებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიკოსები. 

49
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ლიანდაგები

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

0
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0