სიახლე: როგორ ვუმკურნალოთ COVID-19-ის მძიმე ფორმას ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რეანიმაციაში
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლივიელი მეცნიერები, რომლებიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ფილტვების პათოლოგიებს სწავლობენ, კორონავირუსის მკურნალობაში ახალ გზებს გვთავაზობენ.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბოლივიელმა სპეციალისტებმა COVID-19-ით მძიმედ დაავადებული პაციენტების მდგომარეობა მაღალი მთის მწვავე ავადმყოფობას შეადარეს, რომელიც ფილტვების შეშუპებას იწვევს, და მკურნალობის ახალი მეთოდები შემოგვთავაზეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Reviews on Recent Clinical Trials.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გერმანელმა მეცნიერებმა ანტიკორონავირუსული მცენარე აღმოაჩინეს

თავდაპირველად მსოფლიოს ექიმებმა მიიჩნიეს, რომ COVID-19-ის დროს ფილტვების დაზიანება პნევმონიის განვითარებას უკავშირდებოდა კორონავირუსის წინა ვერსიის — SARS-CoV-ის ანალოგიურად. თუმცა, კლინიკური მონაცემების დაგროვებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ფილტვების დაზიანების სურათი ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს სრულიად განსხვავებულია.

ფილტვების პათოლოგიის ინსტიტუტის ბოლივიელ მეცნიერებს, რომლებიც უკვე 50 წელზე მეტია, რაც მთის დაავადებებს სწავლობენ, მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან ჰგავს ჰიპოქსემიით (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე) გამოწვეულ პნევმოლიზს (ფილტვების დაშლა).

მათი თქმით, კორონავირუსი თანდათან ვრცელდება, რაც ფილტვებში გაზების ცვლის არეალს ამცირებს. ეს იწვევს ალვეოლების ანთებასა და დაზიანებას — მთის დაავადების დროს ფილტვების შეშუპების ანალოგიურად. COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ევერესტის მწვერვალზე იმყოფებიან. მაგრამ კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ფილტვების მაღალი მთის ანალოგიური შეშუპება არ არის შეუქცევადი პროცესი, ვინაიდან ის არ იწვევს თავად ალვეოლების განადგურებას. თუმცა ფილტვები ძალიან მყიფე ხდება და ამ დროს ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გამოყენება ძალზე საშიშია ჟანგბადის წნევით მიწოდების გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცედურა ხელსაყრელ შედეგს მოიტანს, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შეუქცევადი ფიბროზი (ფილტვებში ნაწიბურების ჩამოყალიბება) განვითარდეს.

Коронавирус в Грузии. Сабурталинский кластер. Как врачи и эпидемиологи изучают ситуацию - Sputnik საქართველო
კორონავირუსისგან დაცვის პოპულარული მეთოდი უშედეგოა: იაპონური კვლევა

ამგვარად დაზიანებული ქსოვილი მონაწილეობას ვეღარ იღებს გაზების ცვლის პროცესში. ასეთ დროს ორგანიზმი რთავს პოლიეთროციტემიის დამცავ მექანიზმს — ანუ ზრდის სისხლის წითელი უჯრედების, ჟანგბადის გადამტანი ჰემოგლობინის წარმოებას. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ფილტვების დაავადებით ან ჟანგბადის ტრანსპორტირების სხვა დარღვევებით იტანჯებიან, ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც „მთის ქრონიკული დაავადება“.

ბოლივიელი მკვლევარები გვთავაზობენ, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ნაცვლად არაინვაზიური ოქსიგენაცია და ასევე ჰორმონი ერითროპოეტინი გამოვიყენოთ. ეს უკანასკნელი ბუნებრივად ზრდის სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და იცავს გულს, ტვინსა და სისხლძარღვებს ჰიპოქსიის საშიშროებისგან.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის მკურნალობის სტრატეგიის საფუძვლად ჟანგბადის დროული მიწოდება უნდა დარჩეს — ეს ამცირებს ფილტვების შეშუპებასა და გულ-ფილტვის გადაღლას. ამასთან სპეციალისტები ანთების საწინააღმდეგო და ანტიკოაგულანტული პრეპარატების, ხველის საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ საშუალებებსა და, აუცილებლობის შემთხვევაში, ანტიბიოტიკების გამოყენებასაც ურჩევენ მედიკოსებს სუპერინფექციისგან დასაცავად.

აღმოჩენილია COVID-19-ით სიკვდილიანობის შემცირების გზა: მეცნიერული კვლევა>>

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ გუსტავო ზუბიეტა-კალეხას აზრით, COVID-19-ის დროს ფილტვების დაზიანების იდეალური მკურნალობის საშუალება შეიძლება იყოს ჟანგბადის მიმწოდებელი ელექტროვენტილატორითა და ბიოლოგიური წმენდის ფილტრით აღჭურვილი კოსმოსური ტიპის სკაფანდრი, რაც ორგანიზმში გარედან სხვა პათოგენების მოხვედრის რისკს ამცირებს.

ყველა ახალი ამბავი
0