თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაღდადში მდებარე ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა და თეირანს დაემუქრა, რომ ამერიკელთა შორის მსხვერპლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება.
Our embassy in Baghdad got hit Sunday by several rockets. Three rockets failed to launch. Guess where they were from: IRAN. Now we hear chatter of additional attacks against Americans in Iraq... pic.twitter.com/0OCL6IFp5M
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 23, 2020
„ბაღდადში ჩვენს საელჩოს კვირას რამდენიმე რაკეტა მოხვდა. სამი რაკეტა ვერ აფრინდა. გამოიცანით, საიდან იყო ისინი: ირანი“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.
ამასთან პრეზიდენტი „მეგობრულ რჩევას“ აძლევს თეირანს, მოუწოდებს დაფიქრებისკენ და აფრთხილებს, რომ ირანს ერთი ამერიკელის მკვლელობასაც კი არ აპატიებს.
დონალდ ტრამპის ბრალდებებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ უპასუხა, რომელმაც უარყო თეირანის კავშირი მომხდარ თავდასხმასთან.
„როგორც არაერთხელ გაცხადდა, ირანი უარყოფს თავდასხმას დიპლომატიურ და საცხოვრებელ ობიექტებზე“, — განაცხადა ჰათიბზადემ.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა ბრალდებებს „უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა და აშშ და მისი მოკავშირეები პროვოკაციებში დაადანაშაულა. ამასთან ჰათიბზადემ ურჩია ტრამპს, თავი შეიკავოს დაძაბულობის გამწვავებისგან, „თეთრ სახლში ყოფნის ბოლო დღეებში სახიფათო ავანტიურიზმისგან“ და „ინტრიგებს გამართლება უფრო დამაჯერებელ სცენარებში მოუძებნოს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ნებისმიერი „უგუნური ქმედების“ შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება.
გასული კვირის ბოლოს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაზე“, სადაც სამთავრობო შენობები და უცხოეთის საელჩოები მდებარეობს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე განთავსებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა შეტევა მოიგერია. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ტერიტორიაზე მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მოხდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომა მომხდარში პროირანული ძალები დაადანაშაულა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.
The Senate has confirmed retired Gen. Lloyd Austin to lead the Pentagon. He will be the first African American defense secretary. https://t.co/9qbe9DW0Re
— CNN (@CNN) January 22, 2021
თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.
ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.
მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში, მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.
2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ახალმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტობის პირბველსავე დღეს წინამორბედის 17 ბრძანებულება გააუქმა, ასევე მოითხოვა ოვალური კაბინეტიდან მოეშორებინათ ღილაკი, რომლითაც დონალდ ტრამპი სარგებლობდა ხოლმე.
გამოცემა New York Post-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ტომ ნიუტონ დანმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლეშიც წერს, რომ საუბარია ღილაკზე, რომლითაც ტრამპი ხშირად იძახებდა თანამშრომელს დიეტური კოკა–კოლის მისატანად.
რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი — ის, რომ ბაიდენს გაზირებული სასმელი არ უყვარს, თუ ის, რომ სურს თავიდან მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტის მიერ დატოვებული წვრილმანები, უცნობია.
President Biden has removed the Diet Coke button. When @ShippersUnbound and I interviewed Donald Trump in 2019, we became fascinated by what the little red button did. Eventually Trump pressed it, and a butler swiftly brought in a Diet Coke on a silver platter. It's gone now. pic.twitter.com/rFzhPaHYjk
— Tom Newton Dunn (@tnewtondunn) January 21, 2021
ამასთან აღინიშნება, რომ ახალ პრეზიდენტს კიდევ ბევრჯერ და დიდხანს მოუწევს თეთრი სახლის კედლებში „ტრამპიზმის“ შედეგებთან შეჯახება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა იქ უამრავი რამ შეცვალა.
ასე მაგალითად, ერკვევა რა ინტერიერებში (როგორც ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის მფლობელი), ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე გასცა განკარგულება, დაედგათ იქ ფარჩის ზედაპირიანი დივნები და სავარძლები.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.
„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად.