თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები მისთვის ალტერნატიული ონლაინ–ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავენ იმ დღეს, როდესაც ჯო ბაიდენი ფიცს დადებს.
ღონისძიების Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ ონლაინ–ინაუგურაცია 20 იანვრის შუადღით გაიმართება (აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით). აღწერილობაში კი ნათქვამია, რომ ღონისძიებას ტრამპის მხარდამჭერი 325 ათასი ადამიანი მართავს, რომლებიც არც ერთ ფორმალურ ორგანიზაციასთან არ არიან კავშირში.
ცერემონიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 62 ათასმა კაცმა.
აღსანიშნავია, რომ Facebook-მა გვერდი მონიშნა შეხსენებით, რომ „3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა“.
დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება 14 დეკემბერს გამართულმა ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრამ დაადასტურა, რა დროსაც მას 538-დან 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი გადარჩენილია, ორი კი დაღუპული იპოვეს. ეკიპაჟის 15-კაციანი შემადგენლობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.
სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა უშლის ხელს.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთმა შექმნა პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დათრგუნვა შეუძლია, ნათქვამია ფრანგული „ლე მონდის“ ესპანურენოვანი გამოცემის Monde diplomatique სტატიაში.
სტატიის ავტორის ფედერიკო კუსკოს აზრით, დასავლეთის სკეპტიკური რეაქცია ვაქცინა Sputnik V-ს შექმნაზე იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთში რუსული მეცნიერების მიმართ ერთგვარი უმეცრება არსებობს.
„ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური განხვავებებით აღძრული ეს უმეცრება ეჭვით ხვდება რუსეთის ინიციატივებს“, — აღნიშნავს ჟურნალისტი.
კუსკო ხაზს უსვამს, რომ პრეპარატის შექმნა რუსეთის სამეცნიერო აღმოჩენების მთელი ისტორიული ჯაჭვის შედეგია. მაგრამ, მისი აზრით, დასავლელი „მთხრობელები“ წლების განმავლობაში უარყოფდნენ რუსეთის მეცნიერულ მიღწევებს და ახლა გაკვირვებული არიან ვაქცინის შექმნით.
ჟურნალისტის აზრით, 50 წლის შემდეგ „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ახლა აქტიურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აღარავის გაახსენდება.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მძლავრი სადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტი მასშტაბურია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგური 20 იანვრიდან 1 მაისამდე არ იმუშავებს. გამოირთვება „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი.
მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია თურნავამ ქვეყნის ენერგოსექტორის სახელმწიფო უწყებებისა და იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომლებიც ჰესის რემონტის პროექტს ახორციელებენ.
„ენგურჰესი“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა... მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება–რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უწყვეტ– 24–საათიან რეჟიმში განხორციელდება, რათა დროულად ამუშავდეს ქვეყნის უმძლავრესი ჰესი.
თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება>>
სარემონტო სამუშაოები „ენგურჰესზე“ ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა. თურნავას განცხადებით, ჰიდროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებისთვის მისი გაჩერება აუცილებელია. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური დრო შეარჩიეს, როდესაც „ენგურჰესის“ წყლის რესურსები მინიმალურია.
რემონტის პროექტის სრული ღირებულებაა 45 მლნ ევრო. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხა.
„ენგურჰესი“ ყველაზე დიდი ჰესია კავკასიაში და ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთარში აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.