სამეცნიერო ლაბორატორია

გერმანელმა მეცნიერებმა ანტიკორონავირუსული მცენარე აღმოაჩინეს

167
(განახლებულია 21:28 21.12.2020)
გერმანელი მეცნიერების აზრით, ამ მცენარის ექსტრაქტი შეიძლება დამატებით ეფექტურ საშუალებად იქცეს კორონავირუსის მკურნალობისას.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძირტკბილის ფესვში შემავალი გლიცირიზინის მჟავას კორონავირუსის დათრგუნვის უნარი აქვს, გერმანელი მეცნიერების კვლევა გამოქვეყნებულია პორტალზე bioRxiv.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებისას მეცნიერებმა დადგინეს, რომ ძირტკბილის ფესვის წყლის ექსტრაქტი გამანეიტრალებელ ეფექტს ახდენს 0,5-1 მგ/მლ კონცენტრაციისას, რაც ამ მცენარის ჩაის მაჩვენებელზე ცოტაა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა დამატებითი ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს კორონავირუსის მკურნალობისას.  

აღსანიშნავია, რომ გლიცირიზინის მჟავას ანტივირუსული თვისებები მანამდე ჰერპესისა და ზოგი სხვა ვირუსის მაგალითზე დადასტურდა.

ესენელი სწავლულები აცხადებენ, რომ ძირტკბილის ფესვის, კერძოდ, გლიცირიზინის თვისებები დეტალურადაა შესასწავლი, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ მისი თერაპიული ეფექტი დადასტურდეს. ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ ეს ნივთიერება უსაფრთხოა.

 

167
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (612)
რუსული ვაქცინა „სპუტნიკV

პაკისტანმა რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

9
ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია AGP რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი იქნება

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. პაკისტანის მთავრობამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს სასწრაფო გამოყენების ნებართვა გასცა და პრეპარატის იმპორტისა და გავრცელების უფლება ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიას მიანიჭა, იუწყება გაზეთი Dawn.

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემას, რომ რუსული ვაქცინა გახდა მესამე პრეპარატი, რომლის გამოყენებაც დაიშვა ქვეყანაში.

მან ასევე განმარტა, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანია AGP რუსული ვაქცინის ერთადერთი იმპორტიორი და დისტრიბუტორი იქნება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ ვაქცინა AstraZeneca-ს და ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატის სასწრაფო გამოყენება დაუშვა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, პაკისტანში კორონავირუსი დაუდასტურდა 528 ათას ადამიანს, გამოჯანმრთელდა 482 ათასი პირი, გარდაცვლილთა რიცხვი 11 ათასს აღემატება.

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 7,6 მილიონი დოზაა წარმოებული >>

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

9

ძაღლი-თერაპევტი: საუკეთესო მკურნალი და მეგობარი

21
იცით თუ არა, რომ მედიცინაში ოფიციალურად არსებობს ძაღლებით მკურნალობის მიმართულება?

დიახ, არაფერი შეგვშლია: ძაღლებით მკურნალობას, ანუ კანისთერაპიას (canis — ლათინურად "ძაღლი") ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს და დღემდე წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში…

ნახეთ ვიდეო და ხილულად დარწმუნდით, რა ძალა აქვს ფუმფულა მეგობრის თანადგომას უმძიმესი სენით შეპყრობილებისთვისაც კი.

 

21
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

0
აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ შემსუბუქებას ითხოვენ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

კანცელარიასთან შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ მოუწოდებენ მთავრობას, შეამსუბუქოს რეგულაციები. მათივე განცხადებით, გახსნის შემთხვევაში მზად არიან რეკომენდაციები და არსებული წესები მკაცრად დაიცვან.

ასევე, აქციას ესწრებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. როგორც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ შეზღუდვები არ მოიხსნა, ქვეყანას სიღარიბე ემუქრება.

„მე მგონია, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ ჩავიძირებით სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება კიდევ უფრო რთული. ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. პირადად მე ამ მოთხოვნებით ვარ მოსული, თუმცა შეიძლება აქ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნით არის მოსული, ზოგს ტრანსპორტი ადარდებს, ზოგს საჰაერო ფრენების გახსნა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა.

„უამრავი ქვეყანა არის, სადაც არ დაკეტილა არასდროს, არ დაკეტილა არც ბაღები და არც სკოლები. უამრავი ქვეყანაა, სადაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ჩვენ ვართ გაცილებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას“, - ამბობს ჯაფარიძე.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,4 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 18,3 ათასი ადამიანი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

0