ინტერპოლის თანამშრომლები

ინტერპოლის შეფი: ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად „კრიმინალის პანდემია“ იფეთქებს

95
(განახლებულია 21:26 21.12.2020)
ინტერპოლის შეფის თქმით, თავისი ხანგრძლივი საპოლიციო მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს გადაწყდომია ისეთ ვითარებას, როგორიც ახლაა მსოფლიოში.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული ვაქცინის ბაზარზე გამოჩენის კვალდაკვალ დანაშაულები მსოფლიოში სერიოზულად გაიზრდება, აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი  Wirtschaftswoche-თან ინტერვიუში.

​„ვაქცინა — ეს 2021 წლის თხევადი ოქროა. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც მომავალ წელს გადანაწილდება. მაფია და სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციები უკვე მზად არიან ამისთვის. ვაქცინების გამოჩენასთან ერთად კრიმინალი სერიოზულად მოიმატებს“, — აღნიშნა შტოკმა.

მისი თქმით, მსოფლიო არაერთხელ გახდება ქურდობების, საცავების გაძარცვის, ვაქცინებით დატვირთულ ტრანსპორტზე თავდასხმების მოწმე. გარდა ამისა, ბევრ ადგილზე გამძაფრდება კორუფცია, რათა ძვირფას მასალაზე წვდომა დაჩქარდეს.  

ამასთან ინპერტოლის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ კრიმინალებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და „დანაშაულის პანდემია“ გამოიწვია.

„მსგავსი რამ ჩემი ხანგრძლივი საპოლიციო მოღვაწეობის განმავლობაში არ მინახავს: ვირუსი აზიიდან ყველა კონტინენტზე გავრცელდა და მას თან სდევს კრიმინალის პარალელური პანდემია. დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა პირველივე წუთებიდან დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ ეშოვათ ფული COVID-19-ით“, — თქვა შტოკმა.

პოლიციელის განმარტებით, დამნაშავეებმა მყის აუღეს ალღო კორონავირუსის პანდემიას და ყალბ სადეზინფექციო საშუალებებზე, ვითომ ანტივირუსულ პრეპარატებსა და ასევე დაბალი ხარისხის პირბადეებზე გადაერთვნენ. შტოკის თქმით, ამ დროისათვის იტერპოლს 15 მლნ დოლარის ღირებულების ყალბი დამცავი სამედიცინო მასალები აქვს ამოღებული.

95
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
ნადირობა

კანომდებელმა თოვლის კაცზე ნადირობის დაშვება მოითხოვა: რა წერია კანონპროექტში

12
(განახლებულია 16:35 26.01.2021)
კანონმდებელს მიაჩნია, რომ ამგვარი ზომა არაერთ ადამიანს მიიზიდავს და ტურიზმის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს, ასეთი წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ წერს CNN-ი.

​ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.

კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს 25 ათასი დოლარი გადაეცემა ჯილდოდ.

როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობა არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.

მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.

12
თემები:
საერთაშორისო პანორამა
სასამართლო დარბაზი

გადაწყვეტილება გამოტანილია: სექსუალური ძალადობის მსხვერლთ 17 მილიონ დოლარს გადაუხდიან

36
(განახლებულია 15:42 26.01.2021)
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კომპანიის გაკოტრების პროცესში სპეციალურ ფონდი შეიქმნება, სადაც საკომპენსაციო თანხა მოიყრის თავს

თბილისი. 26 იანვარი — Sputnik. აშშ–ის სასამართლომ მოიწონა საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co–ს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც 17, 1 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის, წერს გამოცემა Variety.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 50–ზე მეტ დაზარალებულზე გადანაწილდება.

მოსამართლე მერი უოლრატის თქმით, სასამართლო რეგულირების გარეშე ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლები უკეთეს შემთხვევაში მინიმალურ კომპენსაციას მიიღებენ, უარესში — საერთოდ არაფერს. გამომდინარე აქედან, მოსამართლე უოლრატმა, კომპანიის გაკოტრების პროცედურის ფარგლებში, სპეციალური ფონდის შექმნის დადგენილება გამოიტანა, სადაც საკომპენსაციო თანხა მოიყრის თავს.

როგორც ირკვევა, ვაინშტაინის ქმედებებით ყველაზე მეტად დაზარალებულთაგან თითოეულს 500 ათასი დოლარი გადაეცემა.

სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა>>

ჰოლივუდელ პროდიუსერთან, ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალი 2017 წელს აგორდა. პროდიუსერი ასზე მეტი ქალის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულეს, რომელთა შორის იყვნენ: ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი, გვინეტ პელტროუ და ეშლი ჯადი.

ბრალდების ფონზე ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან გაათავისუფლეს. გასული წლის თებერვალში ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ პროდიუსერი დამნაშავედ ცნო საექსუალური ხასიათი დანაშაულებრივ ქმედებებში მირიამ ჰეილის მიმართ, რომელიც ვაინშტაინის თანაშემწედ მუშაობდა ერთ ერთ პროექტში, სამ სხვა პუნქტში კი, რომლებიც ბევრად სერიოზული დანაშაულის — გაუპატიურების შემცველი იყო, გაამართლა.

იმავე წლის მარტში 67 წლის ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ნიუო–იორკის შტატის ციხეში გადაიყვანეს.

 

36
თემები:
საერთაშორისო პანორამა
„ოსკარის“ ქანდაკება

ქართულ დრამას „დასაწყისი“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენას უწინასწარმეტყველებენ

0
(განახლებულია 16:12 26.01.2021)
მოხვდება თუ არა ქართული ფილმი იეღოვას მოწმეების დევნის შესახებ პრესტიჟული კინოპრემიის ნომინანტებს შორის, 9 თებერვალს გახდება ცნობილი

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.

IndieWire – ესაა ვებ–გვერდი, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და კინოინდუსტრიასა და კინომიმოხილვას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ვებ–გვერდზე დამოუკიდებელ კინოს ეძღვნება.

IndieWire–ის შერჩეულ ფილმებს შორის მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის კინოსურათები – საბერძნეთის, ჩეხეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვ.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის.

მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ამერიკული „ოსკარის“ პრემიის ნომინანტებს 9 თებერვალს დაასახელებენ.

0
თემები:
საქართველო და კულტურა