თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან დიდ დროს ატარებს თავის ყოფილ თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინთან და ადვოკატ სიდნი პაუელთან, რაც გარკვეულ შიშებს ბადებს, იუწყება გამოცემა Axios მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს ფლინის იდეები აფრთხობთ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და საარჩევნო უბნებიდან ხმის დამთვლელი მანქანების კონფისკაციის შესახებ.
ამასთან გამოცემა აზუსტებს, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ამჟამინდელი ვითარებით ის პოლიტიკოსებიც კი არიან შეშფოთებული, რომელთაგან თითოეულს შესაძლოა იმაზე მეტი პოლიტიკური რყევები ჰქონდეს გადატანილი, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა სხვა წევრს. გარდა ამისა, მათ ასევე აღელვებთ ტრამპის სურვილი, დანიშნოს სიდნი პაუელი არჩევნების ფალსიფიკაციის საკითხში სპეციალურ მრჩევლად.
14 დეკემბერს გამართული აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ტერორიზმის საფრთხის მაღალი დონე, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ნათქვამია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) საიტზე გამოქვეყნებულ ბიულეტენში.
სამინისტრო საუბრობს ექსტრემისტთა მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ ქვეყნის ლიდერის შეცვლას და ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობას.
ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაგეგმილ შეთქმულებაზე მიანიშნებს, მათ არ გააჩნიათ.
„DHS–ი არ ფლობს რაიმე ინფორმაციას კონკრეტული სავარაუდო შეთქმულების თაობაზე. თუმცა ბოლო დღეებში გრძელდება ძალადობრივი არეულობა და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების მოწინააღმდეგე და პრეზიდენტის შეცვლით უკმაყოფილო ადამიანებმა... შეიძლება მობილიზაცია განაგრძონ ძალადობის წაქეზების ან ჩადენისათვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნის შიგნით 2020 წლიდან ძლიერდება ექსტრემისტული საფრთხეები, რომლებიც კოვიდ–შეზღუდვებით, დონალდ ტრამპის არჩევნებში დამარცხებით, პოლიციის სისასტიკითა და არალეგალური იმიგრაციით არის მოტივირებული.
ნიდერლანდებში ლოკდაუნის გამო არეულობა დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებენ საკომენდანტო საათს. ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მეპროტესტეებს ვერ აკავებს ვერც ჯარიმები და ვერც ექიმების გაფრთხილებები.
ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს
არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი
პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა
ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს
უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა
სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო
არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან
პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი
მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების განხორციელება 2021-2024 წლების განმავლობაში იგეგმება.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით ვიწყებთ. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები“, – განაცხადა გახარიამ.© Sputnik / Alexander Imedashvili
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ექნება კონკრეტული გეგმა, რომლითაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო.
2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო 179 კი ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაშია. სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე კი „საპარტნიორო ფონდია“ (28 საწარმო), 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.