მგზავრები ლონდონის აეროპორტში

ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინა

109
(განახლებულია 16:28 21.12.2020)
დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

გარდა ამისა, SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის გამოვლენის შესახებ იუწყება იტალიის ჯანდაცვის სამინისტროც. ირკვევა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი რომში დიდი ბრიტანეთიდან ჩაფრენილმა ინფიცირებულმა შეიტანა, რომელიც ახლა თავის პარტნიორთან ერთად იზოლაციაშია გადაყვანილი.

ამასთან ჯანმო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მჭიდრო კონტაქტშია დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან COVID-19-ის ახალ ტიპთან დაკავშირებით და პირობას დებს, რომ საზოგადოებას ყველა ინფორმაციას მიაწვდის მისი მახასიათებლების შესახებ.

15 დეკემბერს ჯანმოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უფრო გადამდებია, მაგრამ მთლიანობაში დაავადების საშიშროების დონის სტრუქტურას არ ცვლის.

„ის უფრო გადამდებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საშიში არაა“, — აღნიშნა მან.

ამასთან მაშინ ჯანმოში ხაზი გაუსვეს, რომ სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა ახალი მუტაცია ანტისხეულების გამანეიტრალებელ ცვლილებებს.

ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს>>

კიდევ უფრო ადრე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გუშინ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა სრულად შეაჩერა – კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით.

 

109
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
ჩაი

მეცნიერებმა ანტიკორონავირუსული ეფექტის სასმელი დაასახელეს

3
(განახლებულია 23:32 20.01.2021)
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ ეფექტი რამდენიმე საათს გაგრძელდება, სასმელის სავლებ სითხედ გამოყენების რეკომენდაცია შეიძლება გასცენ, რათა COVID-19-ის გავრცელება შემცირდეს

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. შავი ჩაი ადამიანის ნერწყვში SARS-CoV-2-ის დეზაქტივაციას ახდენს, განაცხადეს კიოტოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა. იუწყება РИА Новости.

აღნიშნულია, რომ ჩაის ფოთლების დამუშავებისას წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც განსხვავდებიან ჩაის ჯიშების მიხედვით. ზოგიერთ ასეთ ნივთიერებას კორონავირუსის „გათიშვა“ შეუძლია.

ექსპერიმენტების მსვლელობისას მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი მოხალისის ნერწყვი გამოიყენეს და სინჯარებში მწვანე და შავ ჩაისთან შეურიეს. ცვლილებების გასაკონტროლებლად გამოიყენეს გამოხდილი წყალი, რომელიც ასევე დაამატეს სინჯარაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შავმა ჩაიმ, მწვანე ჩაისგან განსხვავებით, ხელი შეუწყო ვირუსის ტიტრის ვარდნას იქამდე, სანამ ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელია.

ამასთან, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს ეფექტი შეიძლება ხანმოკლე იყოს.

„მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ჩაის ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტი, ვიდრე ვირუსი კვლავ დაგროვდება ნერწყვში და მიაღწევს საკმაოდ მაღალ დონეს ინფექციის სხვა ადამიანებისთვის გადასაცემად“, - ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ ეფექტი რამდენიმე საათს გაგრძელდება, შესაძლოა ჩაის გაუწიონ რეკომენდაცია, როგორც სავლებ სითხეს, რათა შემცირდეს COVID-19-ით დაავადების ალბათობა. მათ წამოაყენეს წინადადება, კორონავირუსზე სასმელის ზემოქმედების კვლევა ადამიანის ორგანიზმში ჩატარდეს.

კორონავირუსის აფეთქების შემდეგ მსოფლიოში ინფიცირების 94 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ინფიცირებულებისა და მსხვერპლის რაოდენობით აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.

3
ვაქცინა Sputnik V-ს წარმოება

არგენტინაში რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა დაუშვეს

87
მანამდე ქვეყანაში უკვე დაიწყო რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V" 18-დან 59 წლამდე მედიკოსებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლების აცრა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. არგენტინის მარეგულირებელმა დაუშვა რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა აცრა, იუწყება РИА Новости.

ადრე ასეთი ნებართვა არ არსებობდა, ამიტომ არგენტინაში გაგზავნილი ვაქცინის პირველი დოზებით აცრეს 18-დან 59 წლამდე მედიკოსები და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები.

არგენტინაში უკვე შეტანილია „სპუტნიკის“ 600 ათასი დოზა, რომელიც ორივე კომპონენტს შეიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. ამ დროისთვის პრეპარატი უკვე დარეგისტრირებული და დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, სერბეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

87
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაგეგმა

0
(განახლებულია 09:53 21.01.2021)
მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტებს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეიძლება თანამშრომლობა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის კუთხით

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ვიზიტით ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, იუწყება სააგენტო Fars.

„შემდეგ კვირაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და კორონავირუსზე ჩვენი ტესტები უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, გავემგზავრო კავკასიასა და რუსეთში“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს იმ ქვეყნებში ვიზიტს, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მიღწევაში.

მისი თქმით, ვიზიტების თარიღები უკვე შეთანხმებულია.

გარდა ამისა, ზარიფმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთანაც.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის საქონელბრუნვა 2018 წელს 38,7%–ით გაიზარდა და 251,9 მლნ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში 291,1 ათასი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის 11 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ ამ ქვეყნიდან 132,8 ათასი შეადგინა.

0