ემანუელ მაკრონი

ელისეის სასახლეში კორონავირუსით ინფიცირებული მაკრონის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს

56
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდგინდა, ის მეუღლესთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია, იუწყება ელისეის სასახლე.

„მას ჯერ კიდევ აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები: დაღლილობა, ხველა, სახსრების ტკივილი, რაც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ხელს არ უშლის“, - ნათქვამია კომუნიკეში.

პრეზიდენტთან არსებული სამედიცინო სამსახური მაკრონს რეგულარულად შემოწმებას უტარებს. როგორც საფრანგეთის ლიდერის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, „მათი შედეგები დამაიმედებელია“.

ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ჩაბარებული ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის ვერსალში თვითიზოლაციაში გადავიდა. მისი მეუღლე ბრიჯიტი ელისეის სასახლეში დარჩა. მას სიმპტომები არ აქვს, ტესტი COVID-19-ზე უარყოფითი აღმოჩნდა.

19 დეკემბრის მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 2,5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 347 ადამიანი. საფრანგეთი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს.

56
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
დონალდ ტრამპი

„პატრიოტული პარტია“: ტრამპი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

26
(განახლებულია 14:53 20.01.2021)
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას აპირებს, რასაც რესპუბლიკელები, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობას გაუწევენ

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომლის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს იწურება, ბოლო დროს თავის მომხრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა განიხილა, იუწყება The Wall Street Journal-ი.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპს ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის  „პატრიოტული პარტიის“ დარქმევა სურს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს თანაპარტიელებთან უთანხმოება აქვს მას შემდეგ, რაც რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, აშშ-ს სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხალხს 6 იანვრის არეულობისკენ უბიძგა, რა დროსაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. აღნიშნული არეულობების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დონალდ ტრამპს ახალი პარტიის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებსა და დროს უკავშირდება. WSJ-ის ცნობით, პრეზიდენტს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა ნაწილი არ იყო ჩართული რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში მანამ, სანამ ის ქვეყნის სათავეში არ მოვიდა 2016 წელს.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ მესამე პარტიის შეექმნის ნებისმიერი მცდელობა დიდი ალბათობით გადააწყდება რესპუბლიკელთა მხრიდან წინააღმდეგობას.

26
თემები:
საერთაშორისო პანორამა
Forbes-ის ლოგოტიპი

ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

49
(განახლებულია 12:56 20.01.2021)
ექსპერტებმა გამოანგარიშეს, რა თანხა გაიღეს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა. გამოცემამ დაითვალა, რა თანხა დახარჯეს მათ ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემოწირულობის თანხები 2020 წლის მდგომარეობით გამოითვალეს, კაპიტალი კი — 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით.

გამოცემის თანახმად, ყველაზე გულუხვი მედიამაგნატი უორენ ბაფეტი გამოდგა, რომელმაც ქველმოქმედებაზე 42,8 მილიარდი დოლარი გაიღო. ბაფეტის ქონება 88,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ფინანსებს ძირითადად ჯანდაცვისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფს. 2010 წელში ბაფეტმა წამოიწყო პროგრამა The Giving Pledge და მოუწოდა ამერიკელ მილიარდერებს, თავიანთი ქონების ნახევარი მაინც შეეტანათ საქველმოქმედო ორგანიზაციებში. თავადაც ბაფეტი ქონების 99%-ის გაღებას აპირებს.

რეიტინგში მეორე ადგილზე განთავსდნენ ბილ და მელინდა გეითსები. მათი ქონება 120.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გეითსების შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 29.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს წყვილმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1.75 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილი ჯორჯ სოროსმა დაიკავა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში 16,6 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის. ამჟამად მისი ქონება 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 120 ქვეყანაში მოქმედებს და ფოკუსირებულია დემოკრატიასა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვაზე. მხოლოდ 2020 წელს ამ მიმართულებით მან 140 მილიონი დოლარი გამოყო, 1,2 მილიარდი დოლარი კი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად გადარიცხა. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან, ჯორჯ სოროსმა 37 მილიონი დოლარი გაიღო შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტების სამედიცინო მომსახურებისთვის.

მეოთხე ადგილზე მოხვდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებასაც ჟურნალი 54,9 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი შემოწირულობების საერთო ოდენობამ 11,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გულუხვი ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალში მოხვდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტიც, რომელმაც ქველმოქმედებაზე 5,83 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ამ მაჩვენებლით ის რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე განთვასდა.

რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს 2,7 მილიარდი დოლარის შემოწირულობით.

49
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ნინო ლომჯარია

ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რაეგირებას სთხოვს

0
(განახლებულია 16:40 20.01.2021)
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით  საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია: „მაყურებლების“ გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ>>

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

„აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“, - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში>>

როგორც მან აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის.

ლომჯარია მიმართავს საქართველოს პროკურატურასაც, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

ლომჯარიას განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

0