ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა

„სანამ სრულად არ შეჩერდება“: აშშ რუსული გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

61
(განახლებულია 16:58 17.12.2020)
გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ვაშინგტონი განაგრძობს შეზღუდვების დაწესებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ მანამ, სანამ პროექტი არ შეჩერდება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში კრისტოფერ რობინსონმა.

„მე ვიტყოდი, რომ ეს სანქციები მუშაობს და ჩვენ შევაჩერებთ მილსადენს. <…> სანქციების დაწესება არ გვსურს, მაგრამ ჩვენ ამ უფლებამოსილებასა და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პროექტი შევაჩეროთ“, — განაცხადა რობინსონმა ატლანტიკური საბჭოს ინტერნეტ–კონფერენციაზე.

ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს მიაჩნია, რომ გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია.

„თუ რუსეთთან უფრო სტაბილური ურთიერთობები გვსურს ან ვისწრაფვით რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ, მაშინ აუცილებელია შეწყდეს და შეკავდეს რუსეთის დამღუპველი ზეგავლენა ამერიკულ–რუსულ ურთიერთობებზე. ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, — დაასკვნა კრისტოფერ რობინსონმა.  

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. აშშ-ის ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად აირს სთავაზობს. ვაშინგტონმა 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო სანქციების დაწესება გაზსადენის წინააღმდეგ.

 

61
თემები:
მსოფლიო დღეს (2472)

სამყარო მუსიკის გარეშე: როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? - შემეცნებითი ვიდეო

5
გიყვართ მუსიკა და სიმღერა? წარმოგიდგენიათ სამყარო მათ გარეშე? ალბათ ჩვენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი მელოდია, არანაირი რიტმი, საერთოდ არაფერი, რაც ადამიანის ყურს ასე ძალიან სიამოვნებს, სხეული კი მას, ხანდახან, ძალაუნებურად ყვება რიტმულად.

მუსიკის გარეშე არ იარსებებდა უამრავი კულტურა, ადამიანებს არ ეცოდინებოდათ ცეკვა და სიმღერა, ფილმები კი მეტისმეტად მოსაწყენი და ნაკლებად სანახაობრივ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.

რატომ შექმნა ადამიანმა მუსიკა? აქვს თუ არა მას გავლენა ჩვენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე? რა დატვირთვა აქვს მუსიკას ჩვენს ყოველდღიურობაში? ამ ყველაფერზე პასუხს ვიდეოდან მიიღებთ.

5
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი

აფეთქების საფრთხე: თაჯ-მაჰალიდან ტურისტები სასწრაფოდ გაიყვანეს - ვიდეო

34
(განახლებულია 12:16 04.03.2021)
საქვეყნოდ ცნობილ მავზოლეუმში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება პოლიციამ ქალაქ ფეროზაბადიდან მიიღო

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინდოეთის ქალაქ აგრას პოლიციამ თაჯ–მაჰალის მავზოლეუმში ევაკუაცია გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს ასაფეთქებელი  მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, იუწყება Hindustan Times–ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

„2021 წლის 4 მარტს ნომრიდან 8318881301 შემოვიდა ინფორმაცია, რომ თაჯ–მაჰალის სიახლოვეს ბომბი იყო დადებული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აფეთქდებოდა“, — წერს აგრის პოლიცია Twitter–ზე.

ინდოეთის ცენტრალურმა საპოლიციო ძალებმა და აგრის პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო ბომბის ძებნა და ტურისტების ევაკუაცია მავზოლეუმიდან. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

​მოგვიანებით აგრის გენერალურმა ინსპექტორმა გაავრცელა განცხადება, რომ თაჯ–მაჰალში ბომბი არ აღმოჩნდა.  

ტელეარხ Zee news–ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სატელეფონო ზარი ქალაქ ფეროზაბადიდან განხორციელდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარის ავტორის ძებნა. მუზეუმი კი კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.

 

34
თემები:
საერთაშორისო პანორამა
მართლმსაჯულება

ზუგდიდის სასამართლოში ძმები ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო

0
(განახლებულია 14:01 04.03.2021)
დაცვის მხარის მოთხოვნით, ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეები ცალ-ცალკე განიხილება. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუასა და მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით,  ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმეს მიმდინარე წლის იანვარში გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია. ორივე საქმეზე პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

ბიძინა ესებუას ადვოკატ სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დღეს სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა გაიმართოს, პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„სხდომაზე დაცვის მხარემ თავის შესავალ სიტყვაში აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტზე გააკეთა. იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი ესებუა ვერ დააკავეს, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მისი ძმა ბიძინა ესებუა.  ეს ადამიანი არ არის დამნაშავე. მის მიმართ განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და საბრძოლო მასალის ჩადება. შემდგომ, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაცვის მხარე სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ მტკიცებულებებზე, სადაც აშკარად იკვეთება, რომ ბიძინა ესებუა მოცემულ საქმეში არის სრულად უდანაშაულო“, – განაცხადა ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. 

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“. 

რაც შეეხება ბადრი ესებუას საქმეს, ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ წარუდგენია და პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

გამოძიების ვერსიით, ბადრი ესებუა 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა.

 

0