სანტა კლაუსი და ბავშვი

ჯანმო ბავშვებს ამშვიდებს: სანტა კლაუსს COVID-19-ზე იმუნიტეტი აქვს

50
(განახლებულია 19:06 15.12.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს ბავშვებს სანტა კლაუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო და დაპირდა, რომ საკარანტინო ზომები საჩუქრების დარიგებას ხელს არ შეუშლის.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამშვიდა მსოფლიოს ბავშვები, რომ მიუხედავად ასაკისა, სანტა კლაუსს იმუნიტეტი აქვს COVID-19-ზე და წელს ყველას დაურიგებს საჩუქრებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო დაავადებათა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.

„ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიოს ბავშვების ღელვას, ვინაიდან სანტა ასაკის მიხედვით რისკის ჯგუფში შედის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სანტას იმუნიტეტი აქვს ამ ვირუსის მიმართ. ჩვენ მას ვესაუბრეთ, ის ძალიან კარგად არის. მის კლაუსიც კარგად გრძნობს თავს“, — აღნიშნა კერკჰოვემ.

ამასთან მან განმარტა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურებმა სწორედ იმისთვის გაამარტივეს საკარანტინო ზომები, რომ სანტა კლაუსმა მათ საჰაერო სივრცეებში შესვლა შეძლოს.

  • „ასე რომ, ის ყველას მოგიტანთ საჩუქრებს“, — დაარწმუნა ჯანმოს წარმომადგენელმა პლანეტის ბავშვები.

ამასთან ექსპერტმა მოუწოდა ბავშვებს, არ დაივიწყონ, რომ სანტასთან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და ჰიგიენასთან დაკავშირებით მშობლების ყველა მოთხოვნა შეასრულონ.

აღსანიშნავია, რომ სიეტლში (აშშ) უკვე გამოჩნდა სანტა კლაუსი, რომელიც გამვლელებს დამდეგ ახალ წელს გამჭვირვალე ბურთიდან ულოცავს, იცავს რა ანტიკორონავირუსულ ზომებს.

50
Пандемия коронавируса COVID - 19 - житель США в противогазе с флагом

აშშ-ში ტერორისტული საფრთხე გამოცხადდა: შიდა უსაფრთხოების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

25
(განახლებულია 13:01 28.01.2021)
აშშ-ში ექსტრემისტული საფრთხეები 2020 წლიდან ძლიერდება მათი მხრიდან, ვინც კოვიდ-შეზღუდვებით, პოლიციის სისასტიკითა თუ პრეზიდენტის შეცვლით არიან უკმაყოფილო

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ტერორიზმის საფრთხის მაღალი დონე, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ნათქვამია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) საიტზე გამოქვეყნებულ ბიულეტენში.

სამინისტრო საუბრობს ექსტრემისტთა მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ ქვეყნის ლიდერის შეცვლას და ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობას.

ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაგეგმილ შეთქმულებაზე მიანიშნებს, მათ არ გააჩნიათ.  

„DHS–ი არ ფლობს რაიმე ინფორმაციას  კონკრეტული სავარაუდო შეთქმულების თაობაზე. თუმცა ბოლო დღეებში გრძელდება ძალადობრივი არეულობა და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების მოწინააღმდეგე და პრეზიდენტის შეცვლით უკმაყოფილო ადამიანებმა... შეიძლება მობილიზაცია განაგრძონ ძალადობის წაქეზების ან ჩადენისათვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნის შიგნით 2020 წლიდან ძლიერდება ექსტრემისტული საფრთხეები, რომლებიც კოვიდ–შეზღუდვებით, დონალდ ტრამპის არჩევნებში დამარცხებით, პოლიციის სისასტიკითა და არალეგალური იმიგრაციით არის მოტივირებული.

25
თემები:
საერთაშორისო პანორამა

ბუნტი ლოკდაუნის წინააღმდეგ: ნიდერლანდები არეულობამ მოიცვა - ფოტო

28
  • ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს
  • არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი
  • პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა
  • ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს
  • უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში
  • პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა
  • სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო
  • არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
  • არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
  • აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან
  • პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი
  • მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ
ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსული შეზღუდვების გამო პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დემონსტრაციის სურათები

ნიდერლანდებში ლოკდაუნის გამო არეულობა დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებენ საკომენდანტო საათს. ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მეპროტესტეებს ვერ აკავებს ვერც ჯარიმები და ვერც ექიმების გაფრთხილებები.

 

28
  • ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს
    © AFP / Rob Engelaar/ Various sources

    ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს

  • არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი
    © REUTERS / EVA PLEVIER

    არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი

  • პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა
    © AFP / Rob Engelaa / ANP

    პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა

  • ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს
    © AP Photo / Peter Dejong

    ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს

  • უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში
    © AP Photo / Peter Dejong

    უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში

  • პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა
    © REUTERS / Eva Plevier

    პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა

  • სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო
    © REUTERS / EVA PLEVIER

    სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო

  • არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
    © REUTERS / Eva Plevier

    არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს

  • არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
    © REUTERS / EVA PLEVIER

    არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება

  • აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან
    © REUTERS / Eva Plevier

    აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან

  • პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი
    © REUTERS / Eva Plevier

    პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი

  • მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ
    © REUTERS / EVA PLEVIER

    მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო - ვიდეო

0
(განახლებულია 13:30 28.01.2021)
საქართვეოში საკალათბურთო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 1 თებერვალს დასრულდება ფინალური შეხვედრით

საქართველოს თასის გათამასება, ტრადიციულად იანვარში იმართება. მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგის გუნდია, ხოლო დანარჩენი 5 - „ა“ ლიგას წარმოადგენს.

ტურნირი მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თელავის დარბაზში.

0