გაერომ ქვეყნებს მოუწოდა, კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ

© AFP 2024 / ANGELA WEISSგაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საუკუნეში კაცობრიობას შეიძლება დაუდგეს კატასტროფული დათბობა - სამ გრადუსზე მეტი, აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალობა არ იქნება მიღწეული.

წათამბჯენები ბათუმში - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვლება საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე საუკუნის მიწურულს: გაეროს პროგნოზი

ნახშირბადის ნეიტრალობა გულისხმობს, რომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი კომპენსირდება იმ ნახშირბად-ნეგატიური პროექტების რეალიზაციის ხარჯზე, რა დროსაც ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან შეიწოვება.

გუტერეშმა განაცხადა, რომ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების ხელმოწერის დროს ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება. მისი თქმით, ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციამ რეკორდულ დონეს მიაღწია, დედამიწაზე დღეს ტემპერატურა 1,2 გრადუსით მაღალია, ვიდრე სამრეწველო რევოლუციამდე იყო. ამ საუკუნეში კაცობრიობას შეიძლება დაუდგეს კატასტროფული დათბობა - სამ გრადუსზე მეტი, აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოს ყველა ლიდერს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალობა არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა მან.

გუტერეშის თქმით, უკვე 38-მა ქვეყანამ გადადგა ეს ნაბიჯი და აღიარა სიტუაციის გადაუდებელი ხასიათი, ამიტომ მან მოუწოდა დანარჩენებს, ამ მაგალითს მიბაძონ.

მყინვარების დნობა გრენლანდიაში - Sputnik საქართველო
კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე

გაეროს გენმდივანმა ასევე მოუწოდა ქვეყნებს დააწესონ გადასახადი გარემოს ნახშირორჟანგით დაბინძურებისთვის, ეტაპობრივად შეწყვიტონ წიაღისეული ენერგომატარებლების სექტორის დაფინანსება და საბოლოოდ შეწყვიტონ მისი სუბსიდირება. გარდა ამისა, მან მოუწოდა, შეწყდეს ნახშირზე მომუშავე ახალი სადგურების მშენებლობა, ხოლო ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი და გადასახადების ტვირთი გადასახადების გადამხდელების ნაცვლად დაეკისროს მათ, ვინც გარემოს აბინძურებს.

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. შეთანხმება არ ითვალისწინებს წიაღისეულ საწვავზე მთლიანად უარის თქმას. თუმცა ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები გამონაბოლქვის შესამცირებლად, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის კუთხით. გარდა ამისა, ენერგომატარებლებში სულ უფრო მეტი წილი ენერგიის აღდგენად წყაროებზე უნდა მოდიოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0