თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე თვე-ნახევარში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60%-ით გაიზარდა, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ. ამის შესახებ РИА Новости წერს.
„მაშინ, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის შემცირებას, სიკვდილიანობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ზრდამ 60% შეადგინა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს რიცხვები არათანაბრად განაწილებულია მსოფლიოში, თუმცა ევროპაში სიკვდილიანობა თითქმის 100%-ით გაიზარდა.
ბოლო თვე-ნახევარში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა არაერთხელ დაამყარა რეკორდი, აქედან ბოლო გუშინ დაფიქსირდა - 24 საათში 13 141 ლეტალური შემთხვევა მსოფლიოში.
ჯანმოს მიერ გავრცელებული 12 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 69,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა თითქმის 1,6 მილიონი ადამიანი.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უახლოეს მომავალში კორონავირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგაც შენარჩუნდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკლ რაიანმა ონლაინ–კონფერენციაზე.
Smallpox eradication was India’s gift to mankind,virus that had killed more people than all the World Wars put together
— Dr Harsh Vardhan (@drharshvardhan) March 25, 2020
India’s eradication of dreaded silent killer Polio was exemplary
We’re confident India is taking right aggressive public health measures:Dr Michael Ryan,ED @WHO pic.twitter.com/2Cc3izlmY3
მისი თქმით, მსოფლიომ დაავადება COVID–19–ის გამომწვევი ვირუსის განადგურება ან აღმოფხვრა წარმატების კრიტერიუმად არ უნდა მიიჩნიოს.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ ვირუსის გაკონტროლება“, — აღნიშნა რაიანმა.
ჯანმოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მასობრივი ვაქცინაცია მაინც ვერ უზრუნველყოფს ინფქციის გადადების შეწყვეტას ხილულ მომავალში და მსოფლიო ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ვირუსს 2021 წელს თავს დააღწევენ.
მაიკლ რაიანმა ხაზი გაუსვა, რომ კაცობრიობამ თავის ისტორიაში ერთდაერთი ინფექციური დაავადება — ყვავილი დაამარცხა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები ქალი საკუთარი დაკრძალვიდან ათი დღის შემდეგ დაწესებულებაში დაბრუნდა, იუწყება Euro Weekly.
შემთხვევა ესპანეთის ქალაქ ორენსეში მოხდა.
როგორც ირკვევა, თავშესაფარში მცხოვრები ორი ქალი — როგელია ბლანკო და კონსეფსიონ არიასი, იანვრის დასაწყისში ერთ დღეს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
13 იანვარს ბლანკოს ნათესავებს შეატყობინეს, რომ ქალი გარდაიცვალა. პანდემიის გამო დადგენილი წესების თანახმად, დაკრძალვა მეორე დღესვე შედგა, რა დროსაც ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან ახლოდან დამშვიდობების უფლება არ მისცეს.
ათი დღის შემდეგ კი „გარდაცვლილი“ როგელია ბლანკო თავშესაფარში დაბრუნდა, რითაც ლამის შოკში ჩაააგდო თავისი მეუღლე, რომელიც იმავე დაწესებულებაში ცხოვრობს.
აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში კონფენსიონ არიასი გარდაცვლილიყო, რომელთან ერთადაც იწვა პალატაში ბლანკო. მედპერსონალს უბრალოდ მათი სახელები აერია.
მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ აუცილებლად მიიღებენ ზომებს, რათა სხვა დროს მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ინფიცირების დადებითობის 4%–იანი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი და გარანტიაა იმის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებული იქნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა მედიასთან განმარტა თუ რა შემთხვევაში არის მოსალოდნელი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის გათვალისწინება, დასძინა ტიკარაძემ.
„ზოგადად, ერთი კვირის მანძილზე დაფიქსირებული დადებითი დინამიკა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სტაბილურია. ეპიდვითარებას 14–დღიან ჭრილში ვაკვირდებით და ამის შემდეგ ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კლების დადებითი დინამიკა გრძელდება, მომავალში სხვა რეგიონებსაც განვიხილავთ და ასევე გავაფართოებთ შეზღუდვების გაუქმების ჩამონათვალს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობამ აჭარაში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილებამ სხვადასხვა რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.