თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები კომპანიების Pfizer და Moderna-ს ვაქცინების უსაფრთხოებაში დაარწმუნა.
„Pfizer-მა და Moderna-მ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინები ეფექტურია დაახლოებით 95%-ით, რაც მოსალოდნელს გაცილებით აჭარბებს, ეს ვაქცინები ასევე ძალიან უსაფრთხოა“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.
პრეზიდენტის თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ორივე ვაქცინამ „უსაფრთხოების ოქროს სტანდარტი“ გადალახა, ხოლო აშშ „გახდა პირველი ქვეყანამ რომელმაც უსაფრთხო ვაქცინა შექმნა“.
„სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენ შევქმენით შესაძლებლობები იმისათვის, რომ ეს ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის უფასო ყოფილიყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (FDA) პარასკევს დაამტკიცა ვაქცინა, რომელიც ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ არის შექმნილი. კომპანია Moderna-მ ასევე შეიტანა განაცხადი FDA-ში გადაუდებელი გამოყენებისთვის ლიცენზირების მოსაპოვებლად.
ტრამპი ირწმუნება, რომ „პირველი ვაქცინაცია 24 საათზე ნაკლებ დროში ჩატარდება“ და აცხადებს, რომ ვაქცინის მიწოდება სხვადასხვა შტატებში უკვე დაწყებულია.
„პანდემია შეიძლება კი დაიწყო ჩინეთში, მაგრამ ჩვენ მას პირდაპირ აქ, ამერიკაში დავასრულებთ“, - ირწმუნება ტრამპი და აღნიშნავს, რომ ვაქცინის წყალობით ქვეყანა „ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“.
ლატვიაში შვიდი რუსულენოვანი ჟურნალისტის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მედიასაშუალება „როსია სეგოდნიასთან“ თანამშრომლობის გამო. ლატვიის სპეცსამსახურების მტკიცებით, კორესპონდენტებმა დაარღვიეს ევროკაშვირის სასანქციო რეჟიმი.
ალა ბერეზოსვსკაიას თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიღებული ზომები მასმედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაა.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ფიცის დადების შემდეგ იმართება საზეიმო აღლუმი და მეჯლისი. 1933 წლამდე ინაუგურაცია 4 მარტს იმართებოდა, ხოლო კონსტიტუციის მე-20 შესწორების შემდეგ თარიღი 20 იანვარს გადაიტანეს.
ინაუგურაციის ცერემონია ამერიკის სახელმწიფოს თითოეული ლიდერისთვის თავისებური იყო. თითქმის 200 წლის განმავლობაში ცერემონიაში ყველაფერი შეიცვალა, გარდა ფიცის სიტყვებისა.
ზოგი პრეზიდენტის სიტყვა მოკლე იყო, ზოგის გრძელი, მაგრამ არაფერი ისე არ დამახსოვრებია ხალხს, როგორც ჯონ კენედის სიტყვები: „არ იკითხოთ, რა შეუძლია გააკეთოს თქვენთვის თქვენმა ქვეყანამ. იკითხეთ, რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ მისთვის“.
რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი Capital Center-ში, 1985 წ
რონალს რეიგანი და ნენსი რეიგანი ვაშინგტონში მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის დროს
ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ბარბარა ვაშინგტონში
ჯორჯ ბუში და პირველი ლედი ბარბარა ბუში ესალმებიან ხალხს, ვაშინგტონი
პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მომღერალი ჩაკ ბერი Capital Center-ში გალა-საღამოზე
პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში საინაუგურაციო აღლუმზე
ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში საინაუგურაციო ბალზე Marriott Wardman-ში, ვაშინგტონი
არჩეული პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავს მომღერალ რიკი მარტინთან ერთად ინაუგურაციის დროს, ვაშინგტონი 2001
ბარაკ ობამა მომღერალ ბიონსესთან საუბრობს ცერემონიის დროს, ვაშინგტონი
პირველი ლედი მიშელ ობამა ესალმება ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინაუგურაციის დროს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე
დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის მეუღლესთან ერთად
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში 3 250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა.
ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ძირითადად გლდანის გლდანის პირველ, მეორე და „ა“ მიკრორაიონების მცხოვრებლებს შეუწყდათ. კომპანია აქვეყნებს ყველა იმ მისამართს, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და 20:00 სთ-მდე დასრულდება.