კომბინირებული ვაქცინაცია: ბრიტანული და რუსული ვაქცინები თავსებადობაზე გამოიცდება

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიУчёные проверяют новую вакцину от коронавируса
Учёные проверяют новую вакцину от коронавируса - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ რუსული ვაქცინის შემქმნელებისგან აღნიშნული წინადადება ნოემბრის ბოლოს მიიღო და საბოლოოდ დათანხმდა კიდეც.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ AstraZeneca, რომელმაც ანტიკორონავირუსული ვაქცინა შექმნა, გადაწყვიტა აამოქმედოს თავისი და ასევე რუსული ვაქცინის კომბინაციის კლინიკური კვლევების პროგრამა, ნათქვამია „სპუტნიკ V“-ს Twitter-აკაუნტზე.

​გავრცელებული ინფორმაციით, „სპუტნიკ V“-ს შემქმნელთა გუნდმა ნოემბრის ბოლოს შესთავაზა ბრიტანულ AstraZeneca-ს – მათი ვაქცინის ხელმეორე გამოცდისას რუსულ ვაქცინასთან კომბინაცია გამოეყენებინათ ეფექტურობის გასაზრდელად.

„კომპანია გეგმავს ჩაატაროს კვლევა გამალეის ცენტრთან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან და ასევე Р-Фарм-თან ერთად. სხვადასხვა ვაქცინის კომბინაცია შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგეს COVID-19-ის პროფილაქტიკაში იმუნური პასუხის გაზრდისა და პრეპარატების ხელმისაწვდომობის ხარჯზე“, — ნათქვამია AstraZeneca-ს განცხადებაში.

ბრიტანული კომპანია განმარტავს, რომ ვაქცინების გამოყენების სხვადასხვა რეჟიმების მოსინჯვა აუცილებელია ვაქცინაციის უფრო მოქნილი პროგრამების შესაქმნელად, რაც ექიმებს დაავადების მკურნალობისადმი მიდგომების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

ამასთან, მათი აზრით, „სხვადასხვა ვაქცინების კომბინაციას პოტენციურად ბევრად მყარი და ხანგრძლივი იმუნური პასუხის ჩამოყალიბება შეუძლია“.

ცნობილი ხდება, რომ კომბინირებული ვაქცინების კლინიკურ კვლევებში 18 წელს ზემოთ ასაკის მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0