თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმი ძროხის ხორცის ცილას გაცილებით უკეთ აითვისებს, თუ ის ვაკუუმში მომზადდება და არა ტრადიციული წესით.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Agricultural and Food Chemistry.
ოდესღაც კერძების მოსამზადებლად ვაკუუმის მეთოდ სუ–ვიდს (ფრანგულიდან sous-vide — ვაკუუმში) მხოლოდ საუკეთესო რესტორნებში იყენებდნენ, ახლა კი ის უკვე სახლის პირობებშიცაა ხელმისაწვდომი. საყოფაცხოვრებო ვაკუუმატორებს ტექნიკის ბევრი მწარმოებელი უშვებს. მეთოდი სუ-ვიდი ითვალისწინებს პროდუქტის სპეციალურ ვაკუუმურ პაკეტში მოთავსებას და შემდეგ ნელ მომზადებას წყალში.
ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ ზემოქმედებს მომზადების მეთოდები ძროხის ხორცის ცილის დაჟანგვასა და მისი სტრუქტურის ცვლილებებზე, რაც გავლენას ახდენს ცილის ათვისებაზე.
დადგინდა, რომ ყველაზე მეტად შემწვარი ხორცი იჟანგება, შემდეგ კი მოხარშული. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლებად დაჟანგული ვაკუუმით მომზადებული ხორცი იყო, რომელსაც ასევე ახასიათებდა სწრაფი ათვისება. ანუ, სუ–ვიდის მეთოდით მომზადებული ხორცის ათვისება 34,97%-ს შეადგენდა, მოხარშულისა — 27,59%-ს, ხოლო შემწვარისა — 24,36%-ს.
მეცნიერების თქმით, ხორცის შეწვისა და ხარშვის დროს იმაზე გაცილებით მაღალი ტემპერატურა გამოიყენება, ვიდრე მათი მომზადებისთვისაა საჭირო. ვაკუუმის მეთოდით მომზადებული საქონლის ხორცი კი, გარდა იმისა, რომ ნაკლებად იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, უფრო ნოყიერიცაა და გემრიელიც — ასეთი სტეიკი ბევრად ნაზია, წვნიანი და თანაბრად მომზადებული.
დრო ცოტაა: მოქმედ შეთანხმებას ვადა ამ წლის 5 თებერვალს ეწურება. ამიტომ ვლადიმირ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ხელქვეითებს სასწრაფო წესით მუშაობა დაავალეს. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. სწორედ მათი საუბრის შემდეგგადაწყდა საკითხი. ვისი პირობების მიხედვით გახანგრძლივდება შეთანხმება? და რას ნიშნავს ეს მოსკოვისთვის და ვაშინგტონისთვის?
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Flaming Lips-მა ოკლაჰომაში მასობრივი კონცერტის ჩატარება შეძლო, თანაც ისე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომები არ დაურღვევია, იუწყება Reuters–ი.
როკ–ჯგუფის ერთ-ერთმა ფანმა კონცერტზე მომხდარი კამერაზე აღბეჭდა და სოციალური ქსელებით გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსებიცა და მაყურებლებიც სათითაოდ იყვნენ მოთავსებული ზემტკიცე პოლიმერის სფეროებში.
კაფსულები აღჭურვილი იყო დინამიკებით, ვენტილაციით, წყლის ბოთლით, პირსახოცითა და ფირფიტით, რომელზეც ეწერა „ტუალეტში უნდა წავიდე/აქ ცხელა“. ეს ფირფიტები მათ სტიუარდებისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომლებიც ან გააცილებდნენ საჭირო ადგილამდე, ან სფეროს ცივი ჰაერით შეავსებდნენ.
„ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ The Flaming Lips-ის თაყვანისმცემლებს მოეწონათ ეს თავგადასავალი“, — თქვა ჯგუფის სოლისტმა.
აღინიშნება, რომ სფეროში შეიძლებოდა არა მარტო ცეკვა, არამედ ხტუნაობაც, ვარდნაცა და სხვა სფეროსთან შეჯახებაც. იმ შემთხვევაში კი, როცა კაფსულები ორ იარუსად განლაგდებოდა, სოციალური დისტანცია მაინც არ ირღვეოდა.
ბატონი ანზორი რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატია და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მისი ბიოგრაფია შეტანილია წიგნში „საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები მეოცე საუკუნის ბოლო ათწელულში“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა. ერთი სიტყვით, ბატონი ანზორი თავისი დიდი წინაპრის, მიხეილ თამარაშვილის ღირსეული შთამომავალია.
ამ უნიკალურ წიგნში მისი ათი წლის შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვართ, რომ „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ არა მხოლოდ მუსიკოსების სამაგიდო წიგნი გახდება, არამედ ყველა განათლებული ადამიანის ინტერესსაც გამოიწვევს.
- ბატონო ანზორ, იმისთვის, რომ მკითხველს სრულად გავაცნოთ თქვენი პიროვნება, გაიხსენეთ ის გზა, რომელიც პროფესიონალურ საქმიანობამდე განვლეთ ...
- მუსიკასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს, კარგი ხმა მქონდა და სიმღერა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მოგვიანებით წარმატებით გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტებზე. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მუსიკას გავყოლოდი.1965 წელს ვინაიდან ვოკალური განყოფილება არ იყო, თბილისის მხატვრული თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩავაბარე. თუმცა იქ ვოკალის გაკვეთილებსაც გავდიოდით. შემდეგ დავამთავრე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი. მოგვიანებით კი თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათცოდნეობის ფაკულტეტი. რადგან საოპერო ხმა მქონდა, ამიტომ კლასიკური მუსიკით ვიყავი გატაცებული. სწავლის პერიოდში გამოვდიოდი აკადემიურ კონცერტებზე, სადაც რომანსებს და სხვადასხვა ოპერებიდან ნაწყვეტებს ვასრულებდი.
- თბილისის ოპერის დასში როგორ მოხვდით?
- ჩვენთან თბილისის ოპერის დირიჟორი, ბატონი რევაზ ხურცილავა ასწავლიდა. როცა ის ჩემი მონაწილეობით ერთ-ერთ კონცერტს დაესწრო, მითხრა, რომ შენი ხმა ჯანსუღ კახიძეს უნდა მოვასმენინოო. როცა ჯანსუღმა მომისმინა, ოპერის თეატრში იმ დღესვე ჩამრიცხეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ყველაზე გამორჩეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ურთიერთობა მქონდა ცნობილ მომღერლებთან, რეჟისორებსა და კომპოზიტორებთან, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე. 1967 -1978 წლებში მონაწილეობა მივიღე მოსკოვში გამართულ ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადაში.
- სამხედრო სამსახურის შემდეგ, თქვენ საცხოვრებლად გადახვედით მესხეთში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორის აღდგენაზე დაიწყეთ მუშაობა...
- დიახ, ჯარის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე სამცხე-ჯავახეთში, სადაც საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანე. წლების მანძილზე ვმუშაობდი მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა-გამომზეურების საკითხებზე. აქტიურად ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ამავე დროს ბევრ საგუნდო კოლექტივს ვხელმძღვანელობდი. 1985 წელს ჩემი ხელმძღვანელობით დაიდგა კომპოზიტორ შოთა ჯოჯუას ერთმოქმედებიანი საბავშვო ოპერა „დათვის წვეულება“. შემდგომ წლებში ახალციხის უნივერსიტეტში მუსიკალურ აღზრდას ვასწავლიდი. ახალციხის სამუსიკო სასწავლებელში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ დირექტორი ვიყავი. ვკითხულობდი ლექციებს საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.
- სრულყოფილ ლექსიკონამდე თქვენ მისი მოკლე ვერსია გამოეცით, ამ წიგნზე მუშაობის დაწყების წინაპირობა რა გახდა?
-ერთერთ სახელმწიფო გამოცდის დროს, კომისიის თავმჯდომარემ მითხრა: მართალია, ქართულ ენაზე ლიტერატურა არ გვაქვს, მაგრამ იქნებ, მოახერხოთ, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორზე მოკლე ინფორმაცია მაინც მიაწოდოთო. სწორედ იმ დღიდან დავიწყე ამ თემაზე ფიქრი და მუშაობა. 1999 წელს გამოვეცი მოკლე მუსიკალური ლექსიკონი, რომელიც არ იყო სრულყოფილი. ახალ წიგნზე მუშაობისთვის საჭირო იყო გამოცდილი რედაქტორის ნახვა. ცნობილი მეცნიერის, რეზო ბარამიძის დახმარებით გავიცანი მუსიკისმცოდნე, ბატონი გულბათ ტორაძე, რომელთანაც ცხრა წელი ვიმუშავე. როცა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა, 2005 წელს, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კრებულის მეორე ვერსია გამოვიდა. ათი წლის მუშაობის შემდეგ კი ლექსიკონის უკვე მესამე, შევსებული და შესწორებული ვერსია გამოვეცით.
- ლექსიკონის სრულყოფილი ვერსია რითია გამორჩეული?
- წიგნი 408 გვერდიანია და მასში შესული თემებიდან გამოვყოფდი „ქართულ მუსიკას“, სადაც ქართული მუსიკის შესახებ თითქმის ყველა საჭირო ფაქტია თავმოყრილი. საბოლოოდ ლექსიკონში ისეთი თემებიც მაქვს შეტანილი, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალი მუსიკოსებისთვის იქნება საინტერესო, არამედ მათთვისაც, ვისაც უბრალოდ უყვარს მუსიკა.
- შეგიძლიათ ჩვენი მკითხველისთვის ლექსიკონში შესული საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები გაიხსენოთ?
- გავიხსენებ ფაქტს, რომელიც კაპელ-მაისტერს, ვასილ თამარაშვილს ეხება. ის გახლდათ ფალიაშვილის მოსწავლე, რომელმაც ხალხური ორკესტრი ჩამოაყალიბა. მან 30 წელი მოანდომა ნოტების მექანიკური საბეჭდი მანქანის შექმნას. ნოტების პირველი ნიმუში 1936 წელს დაიბეჭდა. ის პროექტი მოსკოვის მანქანათმშენებლობის სამინისტრომ მოიწონა. ეს ამბავი 1941 წელს ხდებოდა, მოგეხსენებათ, მაშინ დაიწყო ომი და სამწუხაროდ ყველაფერი განადგურდა. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც დღეს უკვე ცნობილია. ადრე ყველამ იცოდა, რომ ბოროდინი რუსი კომპოზიტორი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ეროვნებით ქართველის, პროფესიით ქიმიკოსის, ლუკა გედევანიშვილის (ლუკა გედეონოვის) შვილი ყოფილა. არადა, მანამდე, თავადის მსახურის, პორფირი ბოროდინის შვილად იყო დაწერილი. კომპოზიტორი სინამდვილეში ქართველი იყო, ეს ფაქტი დღეს რუსების მიერაც აღიარებულია.
- თქვენ პოლიტიკაშიც იყავით და ცნობილია, რომ არა ერთი ეროვნული მნიშვნელობის კანონს დაუჭირეთ მხარი...
- პოლიტიკაში კულტურის სასიკეთოდ მოვედი და თამამად ვიტყვი, როგორი სუფთა ხელებით მივედი, ისეთივე სუფთა ხელებით წამოვედი იქიდან. 1973 წელს არჩეული ვიყავი ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო 1999-2004 საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. განათლებისა და კულტურის კომიტეტში ყოფნის დროს ყოველთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს ვუჭერდი მხარს. სხვათა შორის, რომ არა პოლიტიკაში ჩემი ყოფნა, ეს წიგნიც არ დაიბეჭდებოდა, რადგან როცა საჭირო ინფორმაციას ვაგროვებდი, ყველა ბიბლიოთეკასა და დაწესებულებაში ხელი ადვილად მიმიწვდებოდა.
- თქვენ იტალიაში, მიხეილ თამარაშვილის იუბილეზე იყავით მიწვეული, რას გაიხსენებთ იმ მოგზაურობიდან?
- საერთოდ ჩემი დიდი წინაპრებით ძალიან ვამაყობ და ეს ბევრ რამეს მავალებს. სხვათა შორის, მიხეილს თავისი ოჯახი და ახლობლები ყურადღების გარეშე არასოდეს დატოვებია. ჩვენთვის დიდი პატივი იყო როდესაც მისი გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იტალიაში მიგვიწვიეს. ძალიანა საინტერესო შეხვედრები გვქონდა კარდინალებთან, ვატიკანის ბიბლიოთეკაში, სადაც მიხეილ თამარაშვილი წლების მანძილზე მოღვაწეობდა. სანტა მარინელაში იმ ტრიბუნაზე მომიწია გამოსვლა, სადაც თავის დროზე მიხეილი გამოდიოდა. შეხვედრებზე ჟღერდა სპეციალურად მომზადებული ქართული საგალობლები. ეს იყო ხუთდღიანი ზეიმი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...
- თქვენი ბიოგრაფია შესულია 2001 წელს გამოცემულ წიგნში „ვინ ვინაა საქართველოში“, თავად რას იტყვით: ვინ არის ანზორ თამარაშვილი?
- დინჯი, წყნარი, გაწონასწორებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებას შეალია და რომლისთვისაც მუსიკა მთავარი სულიერი საზრდოა...