თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ფინეთის ატომურ ელექტროსადგურ ოლკილუოტოზე „სერიოზული ინციდენტი“ მოხდა, თუმცა ადამიანებსა და გარემოს საფრთხე არ შექმნია, იუწყება Daily Mail ფინეთის რეგულატორზე დაყრდნობით.
„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტომ (STUK) მიიღო ინფორმაცია სერიოზული ავარიული სიტუაციის შესახებ ოლკილუოტოს ატომური ელექტროსადგურის მეორე ბლოკზე, რასაც ავარიული გაჩერება მოჰყვა. ატომური ელექტროსადურიდან რადიაცია გარემოში არ მოხვედრილა, ვითარება ნორმალურია“, — ნათქვამია STUK-ის განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ადამიანების ევაკუაციის ან იოდის აბების მიღების აუცილებლობა არ არსებობს.
'Serious' incident at Finnish nuclear reactor: Power plant shuts down after radiation spike was detected https://t.co/bEsOQjyZaY
— Daily Mail Online (@MailOnline) December 10, 2020
მიუხედავად ამისა, ფინეთის ჯანდაცვის მინისტრის აინო-კაის პეკონენის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზარდა საევაკუაციო და სამედიცინო მოქმედებებისთვის მზადყოფნის დონე.
წინასწარი მონაცემებით, აეს-ზე წყლის გამწმენდი სისტემა დაზიანდა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალიზაცია ამუშავდა და ბლოკი იზოლაციაში მოექცა. შესაბამისად, მის შიგნით მომატებულმა რადიაციამ გარეთ ვერ გამოაღწია.
აღინიშნება, რომ მეორე ბლოკის გათიშვის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის დანარჩენი ბლოკები გეგმურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 10 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი არის ოქროსი, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლამ შესაძლოა მედიკამენტების მიმართ მდგრადი (რეზისტენტული) სოკო Candida auris-ის მასიური აფეთქებები გამოიწვიოს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის, იუწყება მედია მეცნიერებზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, Candida auris–ს სწრაფი შიდასტაციონარული გავრცელების უნარი აქვს და უმეტეს შემთხვევაში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების სიკვდილის მიზეზი ხდება.
როგორ მეცნიერები ირწმუნებიან, სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან ავადმყოფები, რომელთაც სასუნთქ და კვების მილებს და ასევე სხვა სახის კათეტერებს უდგამენ. ასეთი მანიპულაციები ძალიან გახშირდა კორონავირუსის პანდემიის დროს, დაავადებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის გამო.
როგორც კლინიკური მიკოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კლიმკო აცხადებს, ეს მუტანტი–სოკო უკვე გამოვლინდა მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში. ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან Candida auris-ის იდენტიფიცირება ძალზე რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ მსხვილ ცენტრებშია შესაძლებელი.
ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სტაციონარებში პრეპარატ „ფლუკონაზოლის“ გადაჭარბებული გამოყენების გამო, არსებობს ალბათობა, რომ პრეპარატების მიართ მდგრადობა გაიზრდება Candida–ს გვარის სხვა სოკოებშიც.
„ექიმებს უყვართ ამ პრეპარატის დანიშვნა. მაგრამ უკვე ახლა ამ საშუალების მიმართ რეზისტენტობა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დაახლოებით 30 პროცენტია. მომავალში კი წამლების მიმართ მდგრადი სოკოვანი ინფექციების რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს“, — განმარტავს კლიმკო.
კორონავირუსულ სტაციონარებში საშიში სოკოვანი ინფექციის ფეთქების თაობაზე ამ დროისათვის უკვე იუწყებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიკოსები.
ქედისა და აჭარის სხვა რაიონებში დილიდან იწმინდება გზები. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები დილიდან ცდილობენ ბოლო ოცდაოთხ საათში მოსული თოვლის აღებას. თოვლის საფარი ზოგ ადგილას 70 სანტიმეტრს აღწევს.
უამინდობის გამო გაძნელებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ხულოს მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.