თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ირანი ახალ მიწისქვეშა საამქროს აგებს ცენტრიფუგების ასაწყობად ნათანზთან ახლოს, აცხადებს აშშ-ის შეიარაღებაზე კონტროლის ინსტიტუტის ექსპერტი ჯეფრი ლიუისი და შესაბამის ფოტომტკიცებულებას საკუთარ Twitter-აკაუნტზე აქვეყნებს.
ირანის ახალი მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის ფოტოები ამერიკული კომპანია Planet-ის თანამგზავრიდანაა გადაღებული.
Yesterday, @Maxar released a really high-quality images of the changes at Natanz from October 21. @rafaelmgrossi has said that Iran is building an underground centrifuge assembly facility. We don't quite know, yet, where the facility will be located. pic.twitter.com/ZLCV0c5zcA
— Jeffrey Lewis (@ArmsControlWonk) October 29, 2020
ლიუსის ინფორმაციით, თეირანმა ახალი ბირთვული ობიექტის აგება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში ნათანზში მდებარე ობიექტის მთავარი შენობა დაინგრა აფეთქების შედეგად.
სავარაუდოდ, ახალი საამქრო მთის შიგნით განთავსდება. ექსპერტმა ფოტოებზე მიუთითა ორ წერტილზე, რომლებიც, მისი აზრით, გვირაბში შესასვლელებს ჰგავს. ამასთან, ჯეფრი ლიუისის შეფასებით, ახალი მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი ზომებით ძველს არ ჩამორჩება.
როგორც გამოცემა Al-Mazdar News წერს, ამერიკელი ექსპერტის ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ არის. ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ ნათანზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი შენობა „მთის შიგნით“ დაიმალება, რათა შესაძლო შეტევებისგან იყოს დაცული. მაშინ მასმედია ვარაუდობდა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება ისრაელის ჰაკერების ნახელავი იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭომ 2 დეკემბერს დაამტკიცა პარლამენტის დადგენილება, რომლის თანახმად ქვეყანამ ბირთვული საქმიანობა უნდა განაახლოს. დოკუმენტი ირანში ერთ წელიწადში 120 კგ-მდე ძლიერ გამდიდრებული ურანისა (საუბარია 20%-მდე გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოიყენება) და ასევე ერთ თვეში 500 კგ დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებასა და დაგროვებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იგეგმება ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების — IR-2M-ის და IR-6-ის ამოქმედება, მაშინ, როცა „ბირთვული გარიგება“ მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგა IR-1-ის გამოყენებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ირანი უკვე ამდიდრებს ურანს შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეზე მეტად — 4%-მდე, ნაცვლად 3,67%-ისა.
დაგვეხმარება თუ არა ვაქცინა „უფრო გართულებული“ პანდემიის დამარცხებაში? რომელ ქვეყნებში ცრიან ადამიანებს პრეპარატი „სპუტნიკ ვ-თი“? და უნდა გვქონდეს თუ არა იაკუტიელი მეცნიერების მიერ არყის ფესვიდან დაზმზადებული ვაქცინის იმედი?
ლატვიაში შვიდი რუსულენოვანი ჟურნალისტის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მედიასაშუალება „როსია სეგოდნიასთან“ თანამშრომლობის გამო. ლატვიის სპეცსამსახურების მტკიცებით, კორესპონდენტებმა დაარღვიეს ევროკაშვირის სასანქციო რეჟიმი.
ალა ბერეზოსვსკაიას თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიღებული ზომები მასმედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაა.
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.
მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.
View this post on Instagram
მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.