Коронавирус в Грузии. Сабурталинский кластер. Как врачи и эпидемиологи изучают ситуацию

კორონავირუსისგან დაცვის პოპულარული მეთოდი უშედეგოა: იაპონური კვლევა

231
(განახლებულია 13:26 15.12.2020)
იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დასახვეწია. ამ დროისათვის ისინი უკვე ცდიან რამდენიმე ახალ მოდელს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსისგან დამცავი პოპულარული საშუალებები სინამდვილეში არ იცავს ადამიანს ვირუსით ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Physics of Fluids.

​ფუკუოკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს, როგორ გადაადგილდება ჰაერის ნაკადები სახის დაცვის საშუალებების ირგვლივ, როცა გვერდით მყოფი უნიღბო ინფიცირებული აცემინებს ან ახველებს.

აღმოჩნდა, რომ ცემინება ან ხველა წარმოქმნის წრიულ ნაკადებს, რომლებიც ახლო მდგომ ადამიანამდე აღწევს და მისი სახის დამცავი საშუალების ქვეშ ხვდება. მკვლევარების თქმით, თუ ადამიანი ამ დროს ჩაისუნთქავს, მაშინ მის ორგანიზმში აუცილებლად მოხვდება ინფიცირებულისგან გამოფრქვეული ვირუსები.

იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირბადეები თუ ფარები აუცილებლად დასახვეწია.

ამ დროისათვის ისინი ქმნიან და უკვე ცდიან კიდეც ინდივიდუალური დაცვის რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ბევრად ეფექტურად შეამცირებს ვირუსების შესუნთქვის გზით ორგანიზმში მოხვედრის რისკს.

231
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (614)
ნაზალური სპრეი

სპრეი Genoxyn-ი: თურქმა მეცნიერებმა COVID-19-ის ერთ წუთში მკვლელი პრეპარატი შექმნეს

26
(განახლებულია 13:07 27.01.2021)
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქმა მკვლევარებმა კორონავირუსზე ტესტირების უსწრაფეს მეთოდს მიაგნეს, რომელიც ნანოტექნოლოგიებს ეფუძნება და ვირუსს 10 წამში იცნობს

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah–ი.

​სპრეი Genoxyn–ი ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა — პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა — აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.

სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.

„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, — განმარტა დოქტორმა.

პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვურისს ერთ წუთში ანადგურებს და ამასთან არ აზიანებს ლორწოვანა გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.

„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.

თურქი მიკრობილოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტურობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ  სპრეი Genoxyn–ი მაღალეფექტურია არა მხოლოდ СОVID-19–ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგაც.

 

26
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (614)
რუსეთისა და აშშ-ს დროშები

შეთანხმება მიღწეულია: აშშ-მა და რუსეთმა СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს

7
(განახლებულია 12:39 27.01.2021)
შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ვაშინგტონი დაეთანხმა მოსკოვის პირობებს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-III) გახანგრძლივების თაობაზე, აშშ–მა და რუსეთმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენი პირობებით: ხუთი წლის განმავლობაში წინასწარი პირობების, ნებისმიერი დამატებისა და რაიმე „დანამატის“ გარეშე“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

სამშაბათს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III–ის გახანგრძლივების შესახებ.

თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

„მეორე რეიკიავიკი“: გორბაჩოვი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს რჩევას აძლევს

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მზიდებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

 

7
თემები:
საერთაშორისო პანორამა
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 29 იანვარს

0
(განახლებულია 13:15 27.01.2021)
პარასკევს დედაქალაქში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში